იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ იტალიელ ნომიმანტებზე და მათ შანსებზე ისაუბრა.
„ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელის ყოფნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა პრიზი მე მერგო. ჟორჟინიო სხვებზე მეტად იმსახურებს აღიარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს. ბორელა და დანარჩენებიც ღირსეულად მოხვდნენ ნომინანტთა შორის, მაგრამ საკუთარი თამაშით ეს პატივი, ალბათ, კიეზამაც დაიმსახურა.
ლოგიკურია, რომ ნომინანტებში იტალიელთა სიმრავლე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებამ განაპირობა. ბონუჩი და კიელინი, ასაკის მიუხედავად, კვლავაც საიმედონი არიან. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს ნახევარდაცვასა და შეტევაში, მაგრამ შედარებით პრობლემურია ახალგაზრდა ნიჭიერი მცველების თემა. ბასტონი კარგად პროგრესირებს, თუმცა სხვებს ვერ ვხედავ. ალბათ, რობერტო მანჩინის მოუწევს სამი მცველით თამაშის ვარიანტზე დაფიქრება“, – თქვა ფაბიო კანავარომ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
