„იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩი გაუშვა. ახლა ვეტერანი ახალ გუნდს ეძებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი აყვანა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ… მოდი ჯერ თავად ვეტერანზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ბონუჩი მსოფლიოში გასული ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. „იუვეში” მან, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ შეუვალი დაცვა შექმნეს. მათ მიერ აღმართული კედლის გარღვევა ნებისმიერ...
ჭდე: ლეონარდო ბონუჩი
ჯიუნტოლის უსიამოვნო სტუმრობა
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის. „იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის...
როგორ სძინავს ბონუჩის?
კვირას, 2 ოქტომბერს, „იუვენტუსი” „ბოლონიას” მასპინძლობს. ეს შეხვედრა „ბებერი ქალბატონისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის კაპიტნისთვის ლეონარდო ბონუჩისთვის ტურინელთა შემადგენლობაში 482-ე იქნება ანუ ის თამაშების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდება. ბონუჩი ლეგენდარულ რობერტო ბეტეგას გაუტოლდება. — როგორ გძინავთ მნიშვნელოვანი მატჩების წინ? — ჰკითხეს კაპიტანს ჟურნალისტებმა. — გულწრფელად გეტყვით. ყოველთვის, როგორც თამაშის წინა ღამეს ასევე...
ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა
ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა. მიზეზი: ჩრდილო მაკედონიასთან 0:1 წაგებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა პალერმოს „რენცო ბარბერას” სტადიონის გასახდელი საშინელ დღეში დატოვა, მავანმა კი ვიდეო გადაიღო და დაპოსტა. თურქეთთან ამხანაგური მატჩის წინ ბონუჩიმ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა: „რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომა იყო. ამას მომავალში მეტ ყურადღებას მივაქცევთ. წაგების გამო იმდენად გაწბილებულები ვიყავით, რომ...
სირცხვილი და სიბრაზე
„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან მოულოდნელმა გავარდნამ ერთობ დაამწუხრა და სოციალურ ქსელში გამამხნევებელი გზავნილიც გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, ტურინში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში (პირველი მატჩი 1:1), „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ 0:3 წააგო და ტურნირს სენსაციურად დაემშვიდობა. „პირველად მოხდა ჩემს კარიერაში, რომ ასეთ თამაშს გვერდიდან ვუცქირე. მინდორზე არ ვიყავი. ამიტომ კარგად ვგრძნობ იმ იმედგაცრუებას, რაც...
დუბაიში ჯილდოები ჩამოარიგეს
დუბაიში გამართულ „გლობ სოკერ ევარდსის“ დაჯილდოებაზე პოლონეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი ჯილდო მიიღო — ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ბურჯ ხალიფაში მდებარე „არმანი ოტელში“ გამართულ ცერემონიალზე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს გადასცეს. ლევანდოვსკიმ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კიდევ ერთი პრიზი...
კრიშტიანუმ იცოდეს, რომ ფეხებში მოხვდება
ლეონარდო ბონუჩი და კრიშტიანუ რონალდუ – ისინი ერთად თამაშობდნენ „იუვენტუსში“, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოუწევთ. თუმც იქამდე, როგორც იცით, ნახევარფინალებია: იტალია – ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია – თურქეთი… დიდია ალბათობა, რომ ყატარის ერთ-ერთი საგზური სწორედ პორტუგალია-იტალიის თამაშმა გაარკვიოს. საწყენი კი არის, მაგრამ წილისყრამ ასე მოიტანა....
კანავარომ, მესი მოიგებსო
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ იტალიელ ნომიმანტებზე და მათ შანსებზე ისაუბრა. „ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელის ყოფნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა პრიზი მე მერგო. ჟორჟინიო სხვებზე მეტად იმსახურებს აღიარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს. ბორელა და დანარჩენებიც ღირსეულად მოხვდნენ ნომინანტთა შორის,...
Home არა, Rome
იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის ფინალში პენალტებით მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა. ანგარიში მე-2 წუთზე ინგლისელმა ლუკ შოუმ გახსნა, 67-ზე კი „იუვენტუსის” 34 წლის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გაქვითა. მატჩის დამთავრების შემდეგ, ბონუჩი ტელეკამერასთან მივარდა და ჩასძახა: it’s coming to Rome (ის რომში მოდის). რას ნიშნავს ეს შეძახილი ალბათ ყველასთვის ნათელია,...
ერთმანეთს აგინეს, ფინალში კი იუვე გავიდა
ტურინში, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, „იუვენტუსმა” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, მილანში, დასრულდა „იუვეს” გამარჯვებით 2:1 და ორი თამაშის ჯამში, ფინალში „ბებერი ქალბატონი” გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსის” მეტოქე იქნება „ატალანტა” ან „ნაპოლი”, რომლებიც ნეაპოლში 0:0-ის შემდეგ, დღეს ბერგამოში ხვდებიან ერთმანეთს. „იუვენტუსისა” და „ინტერის” გუშინდელი მატჩი დაძაბული გამოდგა როგორ მოედანზე ასევე...









