ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა

Home აქეთურ-იქითური ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა
ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა

Italy's dressing room was left in a horrible stateThe Azzurri departed the scene leaving behind a vile messლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა. მიზეზი: ჩრდილო მაკედონიასთან 0:1 წაგებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა პალერმოს „რენცო ბარბერას” სტადიონის გასახდელი საშინელ დღეში დატოვა, მავანმა კი ვიდეო გადაიღო და დაპოსტა.

თურქეთთან ამხანაგური მატჩის წინ ბონუჩიმ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა:

„რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომა იყო. ამას მომავალში მეტ ყურადღებას მივაქცევთ. წაგების გამო იმდენად გაწბილებულები ვიყავით, რომ არც კი გვიფიქრია დეტალებს დიდი რეზონანსის გამოწვევა რომ შეუძლია.

ბოდიშს ვიხდით. მომავალში ასე აღარ მოვიქცევით”.

იტალიის ნაკრების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ფეხბურთის კლუბ „პალერმოსაც” მოუხადეს ბოდიში.

შემდეგ, ბონუჩიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების ფორმატი გააკრიტიკა:

„ყველაფერი ერთმა შედეგმა გადაწყვიტა. ეს აბსურდული წესია. შეჯიბრება პრინციპით შინ და სტუმრად, საბოლოოდ კი ასე დამთავრდა. სხვა კონფედერაციებიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიან გუნდები, რომლებმაც ოთხი-ხუთი თამაში წააგეს, ჩვენ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმიტომ ვერ მივდივართ, რომ ერთ შეხვედრაში, 92-ე წუთზე გოლი გავუშვით. ეს გიჟური ფორმატია”.

გუნდები, რომლებიც ბონუჩიმ იგულისხმა — სხვა კონფედერაციებიდან ბევრი წაგების მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც რომ  გავიდნენ — სავარაუდოდ ურუგვაი და ეკვადორი არიან, რომელთაც შესარჩევ ციკლში ექვს-ექვსი მარცხი იწვნიეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.