ხომ თქვა უეინ რუნიმ რიო ფერდინანდზე ამპარტავანი, ქედმაღალი ვინმეაო, ჰოდა ყოფილი თანაგუნდელის პასუხმაც არ დააყოვნა. ვეტერანები — ფორვარდი და მცველი — ერთად 2004-14 წლებში, „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ.
„სარბიელის” მკითხველმა იცის, რომ რუნის მოგონებების საღამო ჰქონდა — ვახშამი, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ბევრი რამ ხალისით, გულწრფელად უამბო. და მის მიერ მოყოლილ ამბებს შორის იყო მისი და ფერდინანდის ურთიერთობის ისტორიაც.
43 წლის ფერდინანდმა ყოფილ თანაგუნდელს პასუხი YouTube-ზე, შოუში Vibe with Five გასცა. მან თქვა:
„ზოგიერთ ჩვენგანს კონტრაქტი ჰქონდა. საჯაროდ უნდა გველაპარაკა, ძველი ამბები გაგვეხსენებინა. რასაკვირველია, ყველას შეგვიძლია სახალისო ისტორიების მოყოლა, თან ორიოდ ჭიქა ლუდს რომ დალევ, საღერღელი გაგეხსნება. მაგრამ მერე, როდესაც კამერებისა და მიკროფონების წინაშე აღარ კეკლუცობ, იარაღს ყრი.
რუნიმ ჩვენზე, ყოფილ თანაგუნდელებზე რამდენიმე ამბავი გაიხსენა, მე კი ამპარტავანი მიწოდა. მან თქვა, რომ მეკამათებოდა და თქვა როგორ მომაძახა, შენ შენი საქმე გააკეთეო. მინდა გითხრათ, რომ მე და ის სულ ვკამათობდით. აქ ლაპარაკია საჯარო გადაძახილებზე, რომელთაც ხალხი „ოლდ ტრეფორდზე” თუ ვარჯიშების დროს ისმენდა. მაგალითად, მე მისთვის ხშირად დამიძახია: „დაარტყი, კაცო. დაანებე თავი ამ გაპრანჭულ პასებს. მაგას სქოულზი გააკეთებს”. იცით, რუნის შეეძლო ორი გოლი გაეტანა, ის კი ცდილობდა ბურთის გათამაშებაში ჩაბმულიყო. რატომ? იმიტომ, რომ ქუჩის ფეხბურთელია. მას უნდა მთელი 90 წუთი ბურთს ათრევდეს, მე კი ვუყვიროდი: „შენგან მხოლოდ გოლები გვინდა, სხვა რაღაცები არ გვაინტერესებს”. ამაზე ის ფეთქდებოდა და პასუხად მიყვიროდა: „შენ მიდი, შენი საქმე აკეთე. თუ მცველი ხარ, უკან იდექი”. ამ შეძახილებით ჩვენ ერთმანეთს ვაქეზებდით კიდეც”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
