თუკი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას რაიმე სიკეთის მოტანა შეეძლო, ეს საფეხბურთო თვალსაზრისით მეორე და მესამეხარისხოვან მსოფლიოში ხალხის გახარება იყო. მუნდიალს ოთხი დებიუტანტი ჰყავს: კაპე ვერდე, უზბეკეთი, იორდანია და კურასაო. კურასაო კარიბის ზღვის კუნძულია, რომელზეც 156 ათასი ადამიანი ცხოვრობს ― თბილისის გლდანის რაიონზე 20 ათასით ნაკლები. ჩრდილო ამერიკის ქვეყნებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის...
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
თქვენი ჯადოქარი ასე და ისეო
კვირას ნიგერიის ნაკრები კონგოსთან დამარცხდა (1:1; 3:4 პენ) და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა. ნიგერიელთა გაცეცხლებული მწვრთნელი 48 წლის მალელი ერიკ ჩელი კონგოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების საცემად გაიწია. მიზეზი: ჩელს მოეჩვენა, რომ მეტოქის ბანაკში ვიღაც ჯადოქრობდა. როგორც ვიდეოში ხედავთ, „ლანსის’’...
იტალიას წესით არ უნდა გაუჭირდეს
ხუთშაბათს ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა ჩაატარა. 48 ფინალისტიდან 42 ცნობილია, ექვსის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი. თეორიულად ფლეი-ოფში ყველაზე იოლი გზა იტალიის ნაკრებს ერგო: ჯერ ჩრდილოეთ ირლანდია, შემდეგ კი უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებული, თუმცა ჯობს თანმიმდევრულად მოვყვეთ. 16 ევროპული ნაკრებისგან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ, შედგა ოთხი მიკრო-შეჯიბრება. თითოეულ მათგანში გაიმართება ორი...
სქოთების ეფექტური გასვლა და სხვა ამბები ევროპიდან
სამშაბათს თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები მოიპოვეს შოტლანდიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. C ჯგუფში მსაჯის წამატებულ წუთებში გატანილი ორი გოლით სქოთებმა „ჰემპდენ პარკზე’’ 4:2 მოუგეს დანიას და მუნდიალის საგზური მოიპოვეს, სადაც 28 წელიწადია არ ყოფილან. ანგარიში მე-3 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მაკრატელა დარტყმით გახსნა, მაგრამ რასმუს ჰოილუნდმა მეორე ტაიმში, 57-ე...
რასაკვირველია გერმანია და ჰოლანდია
ორშაბათს გაირკვა, რომ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულებს შეემატნენ ოთხგზის ჩემპიონი გერმანია და სამგზის ფინალისტი ნიდერლანდები. გერმანელებმა A ჯგუფში სტატუსის საკადრისად გაიმარჯვეს ― პირველ ადგილზე გავიდნენ და პირდაპირი საგზური მოიპოვეს. ფლეი-ოფში მათ მიერ 6:0 დამარცხებული სლოვაკეთი ითამაშებს. ანგარიში მე-18 წუთზე ნიკ ვოლტემადემ გახსნა, შემდეგ კი „ჰოფენჰაიმის’’ მეკარე ოლივერ ბაუმანმა იხსნა ბუნდესმანშაფტი გოლის გაშვებისგან. ამას...
ევროპიდან მსოფლიოს ვერავინ შეემატა
15 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატს ევროპიდან ახალი გუნდი არ შემატებია. თვალშისაცემი საქართველოში ესპანეთის და შვედეთთან შვეიცარიელების შთამბეჭდავი გამარჯვებები იყო. როგორც ესპანელებმა ასევე შვეიცარიელებმა მეტოქეთა კარში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს. სხვა თამაშებში ტაბლოზე ციფრი 4 არ დაწერილა. თბილისში გამართულ შეხვედრაზე ვრცლად არ შევჩერდებით, უბრალოდ ვიტყვით, რომ ესპანეთი მოწინააღმდეგეების განადგურებას განაგრძობს, E ჯგუფში 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს. „ლა...
ინგლისს და საფრანგეთს ხორვატია შეუერთდა
ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ინგლისსა და საფრანგეთს ხორვატიაც შეუერთდა. L ჯგუფში ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ ფარერის კუნძულებს სტუმრად მოუგეს 3:1 და ჩეხებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჩეხებს ერთი ქულით გაგიკვირდებათ და სწორედ ფარერები ჩამორჩებიან, თუმცა კუნძულელებმა შეჯიბრება დაასრულეს. სხვა სიტყვებით, ჩეხებს მეორე პოზიციას ვეღარავინ შეეცილება. ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში...
ინგლისს საფრანგეთი შეემატა
კილიან მბაპემ უკრაინის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, კიდევ ორი მაიკლ ოლისემ და უგო ეკიტიკემ შეაგდეს, რის შედეგადაც საფრანგეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევროპიდან ფინალის საგზური მანამდე მხოლოდ ინგლისს ჰქონდა მოპოვებული, რომელმაც სერბეთს ბუკაიო საკას და ებერეჩი ეზეს გოლებით 2:0 აჯობა, შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო და ტრადიციულად ხმაურიანი ფავორიტის რანგში გაემგზავრება...
დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს
დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი...
გაფიცვა ნახევარფინალის წინ
გაბონის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური დაპირისპირების წინ ნიგერიის ეროვნულ გუნდს რთული პერიოდი უდგას. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრისთვის მოსამზადებლად „სუპერარწივები’’ რაბატში დაბანაკდნენ. მაროკოს დედაქალაქში ისინი შეეცდებიან გონს მოეგონ, კრიზისი დაძლიონ და ძველებურად ათამაშდნენ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ფინიდი ჯორჯის გუნდი შესარჩევის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და ახლა სერიოზული ამოცანის წინაშეა: ფლეი-ოფის ფინალში უნდა მოხვდეს,...









