ჟოზე მოურინიუს ტურინში მოედნის დასატოვებლად სკაუტების ესკორტი დასჭირდა. მიზეზი: „განსაკუთრებულმა” მორიგი განსაკუთრებული საქციელი ჩაიდინა — იტალიელი მაყურებლის გასაღიზიანებლად ყურზე ხელი მიიდო. ეს „ბებერი ქალბატონის” ავტოგოლის ავტორმა ლეონარდო ბონუჩიმ დაინახა და პორტუგალიელთან საქმის გასარჩევად მივიდა. ვითარება დაძაბული იყო. ავტოგოლი ვახსენეთ… ბონუჩიმ თავისი გუნდის კარში გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. მცველის ეს უიღბლობა მასპინძელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა — მისი...
