ჟოზე მოურინიუს ტურინში მოედნის დასატოვებლად სკაუტების ესკორტი დასჭირდა. მიზეზი: „განსაკუთრებულმა” მორიგი განსაკუთრებული საქციელი ჩაიდინა — იტალიელი მაყურებლის გასაღიზიანებლად ყურზე ხელი მიიდო. ეს „ბებერი ქალბატონის” ავტოგოლის ავტორმა ლეონარდო ბონუჩიმ დაინახა და პორტუგალიელთან საქმის გასარჩევად მივიდა. ვითარება დაძაბული იყო.
ავტოგოლი ვახსენეთ… ბონუჩიმ თავისი გუნდის კარში გოლი 90-ე წუთზე შეაგდო. მცველის ეს უიღბლობა მასპინძელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა — მისი წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში „იუვენტუსი დაამარცხა. შეხვედრა დრამატული გამოდგა. 0:0-ზე ტურინელებმა სამი ხედირამ და პაულო დიბალამ ძელს გაარტყეს ბურთი. ანგარიში 65-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ სირბილში დიდოსტატურად შესრულებული დარტყმით გახსნა, რის მერეც საქმე მასპინძელთა გამარჯვებისკენ წავიდა და როდესაც ამ გამარჯვებას თითქოსდა არაფერი აკლდა, ჯერ ხუან მატამ გაქვითა საუცხოოდ შესრულებული ჯარიმით, ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, ბონუჩის აქცია იღბალმა ზურგი.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” „იუვემ” „მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 მოუგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
