
ესპანურ რადიოს Cadena SER-ს აქვს გადაცემა, რომელსაც El Larguero ჰქვია და ამ გადაცემის წამყვანთა თანახმად, როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მორიგ შემადგენლობას გამოაცხადებს, მასში ბარსელონელი ჟორდი ალბა კვლავ არ იქნება.
ამბობენ, რომ ნაკრების თავკაცის მხრიდან ალბას ასეთი უგულებელყოფის მიზეზი მასა და ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობაა — მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე 2014-17 წლებში სწორედ „ბარსას” ედგა სათავეში, სადაც 2012 წლიდან თამაშობს კიდეც მარცხენაფლანგელი. El Larguero ამბობს, რომ თავისი ყოფილი შეგირდის ნაცვლად ენრიკე სერხი რობერტოსა და ისკოს დაეყრდნობა.
ამ თემაზე ესპანური მედია ყურადღებას იმიტომ ამახვილებს, რომ ჟორდი ალბა მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ნაკრების თავკაცისთვის ეს საკმარისი არ არის.
უეფას „ერთა ლიგის” მოახლოებულ შეხვედრაში ესპანელები ხორვატებს ხვდებიან. ამას გარდა მათ ბოსნიასთან ელით ამხანაგური თამაში. ამბობენ, რომ ამ მატჩებისთვის ლუის ენრიკე „ესპანიოლის” ცენტრალურ მცველს მარიო ერმესოსა და თავდამსხმელ ბორხა იგლესიასს გამოიძახებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
