ჭდე: ჟორდი ალბა

Home ჟორდი ალბა
მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ
ჩანაწერი

მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ

კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. „სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა,...

ალბამ ქამარი არ შემოიჭირა
ჩანაწერი

ალბამ ქამარი არ შემოიჭირა

ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კი დახმარებისთვის გუნდის ვეტერანებისთვის მიემართა: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. თუ ესენი დათანხმდებოდნენ ხელფასის შემცირებას, მერე ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ. პირველმა ოთხმა უკვე განაცხადა თანხმობა ხელფასის შემცირებაზე. ლეომ სულაც გაინახევრა ჯამაგირი – ოღონდ შემოთავაზებული ორწლიანის ნაცვლად ხუთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეთო. ჯერ...

ჩემპიონობა ბარსაზე აღარ არის დამოკიდებული
ჩანაწერი

ჩემპიონობა ბარსაზე აღარ არის დამოკიდებული

„ბარსელონას” შეეძლო ლა ლიგის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ შინ „გრანადასთან” დამარცხდა (1:2) და ახლა „რეალის” მსგავსად „ატლეტიკოს” ორი ქულით ჩამორჩება. ჩატარებული თამაშების რაოდენობა უკვე სამივე გუნდს თანაბარი აქვს. 8 მაისს „ბარსა” და „ატლეტიკო” „კამპ ნოუზე” ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე ჩემპიონობის ბედი „ბლაუგრანას” ხელში იყო, ახლა კი ვითარება შეიცვალა: კატალონიის დედაქალაქის გუნდმა „ატლეტიკო” რომც დაამარცხოს, თუკი „რეალი” თავის...

ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება
ჩანაწერი

ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება

თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...

ეკ კლასიკო ტრიბუნიდან
ჩანაწერი

ეკ კლასიკო ტრიბუნიდან

შაბათს მადრიდში, „რეალის” ბაზაზე გამართული „ელ კლასიკო” საინტერესო კუთხით მიმოიხილა კატალონიურმა გამოცემამ, „სპორტმა”. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდებოდა ვალდებებასის ბაზაზე, „ადლფრედო დი სტეფანოს” სახელობის პატარა სტადიონის ტრიბუნებზე და მოედნის კიდესთან. „სპორტი” წერს, რომ „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა ამ სარბიელისთვის ზედმეტად დიდი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” მოიგო 2:1. კატალონიური გაზეთი წერს, რომ პირველ...

ილაიშ მორიბას პირველი გოლი
ჩანაწერი

ილაიშ მორიბას პირველი გოლი

18 წლის ილაიშ მორიბა, რომელსაც სინამდვილეში მორიბა კურუმა კურუმა ჰქვია, „ოსასუნასთან” შეხვედრას არასდროს დაივიწყებს. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებისა და „ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა. „ახლაც ვერ ვიჯერებ, — თქვა მან მატჩის შემდეგ, — ლეომ პასი მომაწოდა, მე კი არ ვიცი როგორ, ის გავისწორე და ბედად, მარცხენა ფეხით, კარში შევაგდე. ეს არასდროს დამავიწყდება. საფლავში ჩავიყოლებ. მინდა ჩემი...

დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ
ჩანაწერი

დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ

დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ,...

ბასკები არ ნებდებიან!
ჩანაწერი

ბასკები არ ნებდებიან!

ინიაკი ვილიამსის ბრწყინვალე გოლი და ლეო მესის გაძევება — აი, ორი გამორჩეული ჰაილაითი ესპანეთის სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო (3:2). ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბი ორჯერ გაიყვანა წინ. ამის გამო გულშემატკივარს შეიძლება ეფიქრა, რომ „ბარსა” ჯილდოს მეთოთხმეტედ მოიპოვებდა, მაგრამ ბასკებმა გაათანაბრეს, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც შეგდეს. გრიზმანის პირველი გოლი ოსკარ დე მარკოსმა გაქვითა, მეორე...

გაიქცა, კაცი გაიქცა…
ჩანაწერი

გაიქცა, კაცი გაიქცა…

„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა… როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ...

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
ჩანაწერი

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...