ჭდე: ლექსო ყაულაშვილი

Home ლექსო ყაულაშვილი
მხოლოდ გოგიჩაშვილი
ჩანაწერი

მხოლოდ გოგიჩაშვილი

ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ...

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა
ჩანაწერი

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა

საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა,...

ორიაკი დარჩა
ჩანაწერი

ორიაკი დარჩა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი...

ევროპაში – „კლერმონის“ ამარა
ჩანაწერი

ევროპაში – „კლერმონის“ ამარა

გასული კვირის მიწურულს სარაგბო ევროტურნირებზე მეოთხედფინალი გაიმართა, რომელის შედეგად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაივლის, ხოლო ჩელენჯ თასზე უძლიერესთა კვარტეტში მხოლოდ „კლერმონი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ძმანაშვილი იცავს. პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა და ბორჯღალოსანმა ბექა შვანგირაძემ თავისი მორიგი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი.  ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ უდრამატულეს და ძალზე უხვქულიან მატჩში საკუთარ...

ევროთასები და იო
ჩანაწერი

ევროთასები და იო

გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში – პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე – 45:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი შეხვედრაში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. აი, ბექა...

14 ქართველი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

14 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე...

ფინალში ვქომაგობთ ლა როშელს
ჩანაწერი

ფინალში ვქომაგობთ ლა როშელს

ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩებში მაინცდამაინც დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა დიდი უპირატესობა ანგარიშში გარდასახეს და ფინალშიც გავიდნენ. მოსალოდნელიც იყო – „ტულუზმა“ და „ლა როშელმა“ რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს და ფინალშიც მათი ხილვის პროგნოზირება რთული არ ყოფილა. ტულუზაში ჩასულ „რასინგ-92“-ს უბრალდ არაფრის შანსი ჰქონია. გურამ გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო...

ქართველები წინ მიიწევენ
ჩანაწერი

ქართველები წინ მიიწევენ

ევროპა შიდა ფრანგული რაგბის ამარაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი ძლიერი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თან გასულ უქმეებზე იგივე საფრანგეთში მხოლოდ 3 მატჩი გაიმართა, მაგრამ სამივე მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში შესარჩევი ნახევარფინალი შედგა და გაირკვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი გააგრძელებენ, ხოლო „სტად ფრანსეს“ და „ლიონის“ ქართველთათვის...

ბექურები
ჩანაწერი

ბექურები

გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა… ტოპ 14 ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და...

10-კაციანი ლეგიონის ამბები
ჩანაწერი

10-კაციანი ლეგიონის ამბები

გასულ უქმეებზე ევროპული რაბის ელიტურ ჩემპიონატებში ქარველთა სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა – საფრანგეთის ტოპ 14-ში მხოლოდ 9 ჩვენებურმა ითამაშა და ამათ გარდა ინგლისში ნიკა აბულაძეც გამოჩნდა. ტოპ 14 ლიგის ლიდერმა „ტულუზმა“ პარიზში „სტად ფრანსესთან“ 10:19 წააგო, თუმცა 71 ქულით ლიდერობა მაინც შეინაჩუნა. დედაქალაქელთა რიგებში ბოლო 17 წუთი თამაშში ვასილ კაკოვინმა დაჰყო. „სტად ფრანსემ“ 64 ქულა...