ევროპის ჩემპიონატი, გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. ახლა კი ევროპულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მომავალ ევროპირველობას 12 ქალაქის ნაცვლად ორი უმასპინძლებს – ლონდონი და სანკტ-პეტერბურგი. ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი),…
NBA-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი „იუტა ჯაზი“ სათამაშოდ მემფისში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავის პილოტმა ავარიული დაჯდომის უფლება მოითხოვა. „ჯაზმენები“ ავიაკასტროფას გადაურჩნენ, მიზეზი კი ფრინველები არიან. აფრენიდან რამდენიმე წუთში გადამფრენი ფრინველების გუნდი თვითმფრინავს შეეჯახა და ძრავა დაუზიანა. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის პილოტმა სასწრაფოდ უკან დაჯდომის უფლება მიიღო რამდენიმე საათში გუნდი მემფისისკენ უსაფრთხოდ გაფრინდა და…
დღეს, 22.45 საათზე საათზე, სალონიკის „ტუმბაზე“ საბერძნეთი – საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დაიწყება. შეხვედრას გამოცდილი პოლონელი სიმონ მარსინიაკი იმსაჯებს. ჩვენები სალონიკში გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდნენ და საღამოს ივარჯიშეს. იქამდე კი პრესონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა, რომელსაც თან ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ახლდა. ჩემი ხელმძღვანელობის საქართველოს ნაკრებმა ორივე თამაში კარგად ჩაატარა. კმაყოფილი ვარ, თუმც მხოლოდ…
საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესოდ აღიარეს. ორივე კალათბურთელს მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) თანაბარი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (25,5) და MVP-ის ტიტული გაიყვეს. მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ. მაკფადენის კი, 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი,…
„ბაიერნი” სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მთავარი ვარსკვლავის, 32 წლის რობერტ ლევანდოვსკის გარეშე დარჩა. „რეკორდმაისტერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ოთხ კვირას გამოტოვებს. მიზეზი: ლევანდოვსკიმ ანდორასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში (3:0), მარჯვენა მუხლთან მყესი გაიჭიმა. 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ანდორელებს პირველი ორი გოლი გაუტანა, მე-60 წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. პოლონელი ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, ლევანდოვსკის…
ახლოვდება სატრანსფერო სეზონი და უკვე ცხადია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იქნება. „დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელის ყიდვა ევროპის ბევრ წამყვან კლუბს სურს. თავად ფეხბურთელსაც უნდა ბუნდესლიგიდან წასვლა. ესპანური გაზეთი Deportes Cuatro 20 წლის ფორვარდის გეგმებს ასაჯაროვებს. ჰოლანდს „დორტმუნდის” ხელმძღვანელობისთვის უთქვამს, ესპანეთში სახლი უკვე შევიძინეო. ახალგაზრდა ვარსკვლავის ეს ნათქვამი აღიქვეს, როგორც ლა ლიგაში გადასვლის სურვილი…
სერბეთ – პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, სტუმართა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთმა კარის ხაზი ლამის ნახევარი მეტრით გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. აღშფოთებულმა კრიშტიანუმ კაპიტნის სამკლავური მოიძრო, მოისროლა და მოედანი ისე დატოვა, რისთვისაც ყვითელი ბარათიც მიიღო. მოგვიანებით ეს სამკლავური „ცრვენა ზვეზდას“ სტადიონის ერთ-ერთმა…
დღეს სერხიო რამოსი 35 წლის გახდა და ესპანეთის ნაკრების ბიჭებთან ერთად დღეობას მშობლიურ ქალაქ სევილიაში აღნიშნავს. მართლმადიდებელთაგან განსხვავებით, 2021 წელს, კათოლიკები ვნების კვირას ამ დღეებში აღნიშნავენ, ვინაიდან აღდგომა მათ და პროტესტანტებს 4 აპრილს აქვთ, ეს კი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვნების კვირას რამოსის სანაკრებო კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. 2005 წელს, სწორედ ვნების კვირა იყო, როდესაც…
„ვაშინგტონ ვიზარდსის“ კალათბურთელი რასელ ვესტბრუკი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 35 ქულითა და 20-ზე მეტი პასით მიითვალა. ვესტბრუკმა „ინდიანა პეისერსთან“ (132:124) მოგებულ მატჩში 35 ქულა, 21 პასი და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ვესტბრუკი სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობით ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელია. 32 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 162 სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ…
მხიარული და უშუალო კაცი ჩანს ვილი სანიოლი. მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისი მაინცდამაინც დელიკატურიც არ იყო და ხანდახან აღრენილი საუბრობდა, ხანდახან – ხისტადაც. სანიოლი იღიმის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ. სახალისო ამბავი მოხდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე… ერთერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მუსიე ვილის კითხვა ფრანგულად დაუსვა. ცხადია, მშობლიური ენის გაგონება გაუხარდა და ღიმილით შეხვდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ…
ეს უკვე ოფიციალურია: სეზონის ბოლოს სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან” მიდის. 32 წლის არგენტინელი „ქალაქელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია — 384 შეხვედრაში 257 გოლი გაიტანა. აგუერო „სიტიში” 2011 წელს „ატლეტიკოდან” გადავიდა. მანჩესტერელებმა მადრიდელებს თავდამსხმელში 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და მისი დახმარებით ბევრი ტიტული მოიპოვეს, მათ შორის ოთხჯერ გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები. ახლა კი „ეტიჰედ სთედიუმზე” ახალი ერა…
ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა. სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც…
დანი ოლმომ კვირას, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ, მან მატჩის ბოლოს, მსაჯის მეორე წამატებულ წუთზე, შორიდან დაარტყა და „ლა როხას” გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ წარმატებამ, ოლმოს მიმართ ინტერესი საქართველოში კი არა, თავად ესპანეთშიც გააღვივა, რადგან… სამშობლოში მისი თამაში დიდად არ უნახავთ. საქმე ის არის, რომ ოლმო 22 წლისაა, ქვეყნიდან კი 2014…
წინ და უკან წარამარა რომ ატრიალოთ საქართველო – ესპანეთის მატჩის ვიდეო კადრები, ვერ ნახავთ იმას, რაც ბადრი კეთილაძის ფოტო კამერამ თვალის ჩაპაჭუნებით სტადიონზე შეაგროვა და გაამარადიულა. უდავოა, რომ ეს ფოტოები უფრო მოძრავია, ვიდრე ზოგიერთი მოძრავი საგანი. მონატრებული სანაკრებო ფეხბურთის ფერი, სუნი და გემო თუ გინდათ რომ იგრძნოთ, შემოიდეთ ხელი აკაკი წერეთელივით და დაათვალიერეთ… მაშ, სარბიელელი…
შესადარებლად ორ სქემას წარმოგიდგენთ. ერთი იმ მატჩისაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა, მეორე კი ესპანეთთან თამაშისაა. ორივე მატჩი საქარველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა თამაშის ხასიათი რადიკალურად განსხვავებული იყო. პირველი, რაც თავლში მოგხვდებათ, აბსოლუტურად იდენტური სათამაშო სქემაა – ვილი სანიოლს ვლადიმირ ვაისის მემკვიდრეობისთვის ხელი არ უხლია. რადიკალური ცვლილებები არც შემადგენლობებშია. თუკი ზედა სქემაში კვარაცხელიას გვარს ვერ ამოიკითხავთ,…
გთავაზობთ, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შესარჩევი შეხვედრის მიმოხილვის ფრაგმენტს. ეს მიმოხილვა ესპანურ გაზეთ AS-ს ეკუთვნის და ჩვენ მისი ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება. „…პირველი უსიამოვნება დასაწყისშივე მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც დიეგო ლორენტემ ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა, მეტოქის გასაჩერებლად ბლოკირების ხერხს მიმართა. კლდესავით იდგა კანკავა, რომელსაც საქართველოს გუნდი ეყრდნობა. ამჯერად, მას მეწყვილედ…
როგორც გაზეთი AS წერს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თბილისში ყველაფრით უკმაყოფილო დარჩა — იმითაც, რაც მოედანზე ნახა და იმითაც, რას მის მიღმა იყო. 23-ე წუთზე, ბურთი მოედნის გარეთ, მძლეოსნობის ბილიკზე გადავარდა, „აუტჩიკები” კი არსად იყვნენ — ასე დაიწყო საყვედურები. ბურთის მომწოდებელი ბიჭების არყოფნა თვალშისაცემი იყოო, წერს გაზეთი. ლუის ენრიკეს თავისი ტექნიკური ზონა დაუტოვებია, მეოთხე…
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, ფიფას 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის ბოლოს, მეორე წამატებულ წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან დრამატული გამარჯვება მოუტანა. სანამ ოლმო გაიტანდა და იმედს გადაარჩენდა, ესპანეთი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე 1:1-კენ მიდიოდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველებმა გახსნეს,…
საქართველოს ნაკრები ბოლო წუთამდე ქულას იღებდა ესპანეთთან, მაგრამ დანი ოლმოს შორეულმა გასროლამ სამი ქულა ესპანელებს მოუტანა. პირველ ტაიმი ჩვენი იყო – მართალია, ესპანეთი ბურთს ფლობდა, მაგრამ გოლი ჩვენ გავიტანეთ და არცთუ დაუმსახურებლად. ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს გაუტანა და შესვენებას უპირატესობით შევხვდით. შესვენებაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ოთარ კიტეიშვილის პასის…
ესეც ასე! საქართველოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე სარაგბო დონეს ერთი თავით აღემატებიან! როგორც იქნა, „მიხეილ მესხზე“ ხალხი დაუშვეს, თორემ წელიწადზე მეტია, ვაკის სტადიონს გულშემატკივარი არ უნახავს. როგორც რეგულაცია მოითხოვდა, ტრიბუნები მესამედით შეივსო და სტადიონზე მისულებთან ერთად კარგი, თვალსასეირო თამაში მრავალრიცხოვანმა ტელემაყურებელმაც იხილა. 28:17 – ასე მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან, არადა შალვა მამუკაშვილის…
„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 41 წლის ლეგენდამ, ჩავიმ, ინტერვიუ მისცა გერმანულ Süddeutsche Zeitung-ს, სადაც გერმანიის ნაკრების 61 წლის თავკაცზე, იოაჰიმ ლიოვზე თქვა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია, რომელიც „ბარსელონასაც” ჩინებულად მოერგებოდა. „ლიოვი ელიტური მწვრთნელია. მას უყვარს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი და ამ სტილით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან გერმანიაში განსხვავებული ფეხბურთის განვითარებას შეუწყო ხელი. მისი ფილოსოფია…
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში დღეს სერბეთი და პორტუგალია 4 ქულით თანაბრად არ იქნებოდნენ, მსაჯებს შეხვედრის წამატებულ წუთებში კრიშტიანუ რონალდუს აშკარა გოლი რომ დაენახათ და ჩაეთვალათ.თამაში დასრულდა 2:2. როდესაც გაცეცხლებული რონალდუ მიხვდა, რომ არბიტრებთან კამათს აზრი არ აქვს, კაპიტნის სამკლავური დააგდო და მოედნიდან გავიდა. ვიდეოჩანაწერსა თუ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ 36 წლის ვარსკვლავის…
შვედეთში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 2022 წელს პეკინში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. პირველად ეს 17 წლის ალინა ურუშაძემ გაახერხა, რომელმაც თავისუფალ პროგრაში 109.12 ქულა და ჯამში მე-20 ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თავისუფალ პროგრამაში უკეთ გამოვიდა მორის ყვითელაშვილი, რომელმაც 157.15 ქულა მიიღო და მე-12 შედეგი აჩვენა. ორი…
28 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შინ ესპანეთს დაუხვდება. მომავალი დაპირისპირებისთვის ორივე გუნდი ემზადება და მატჩისწინა ვარჯიშთან ერთად პრესკონფერენციაც გამართეს. როგორც ყოველთვის მწვრთნელებმა სტანდარტულად ისაუბრეს, მაგრამ ვილი სანიოლი ერთ ყურადსაღებ წინადადებას ამბობს, შვედეთთან წაგებული მატჩში დღესაც არაფერს შევცვლიდიო. „ფეხბურთელებთან ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. შვედეთის…
საქართველოს დელეგაციამ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე დღის ორ წონით კატეგორიაში სამი მედალი კი ირგუნა, მაგრამ სამივე ბრინჯაოსი. 73 კილოგრამ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, კოსოვოელი…
მართალია, სიტყვები „საქართველო – რუმინეთი“ რაგბის მოყვარულის გულს სულ სხვანაირად ხვდება, მაგრამ ბოლო წლებში ამ გუნდების მატჩებს ჩვეული ინტრიგა სამწუხაროდ დაეკარგა. ეს რუმინული რაგბის ბოლოდროინდელი ღრმა კრიზისის „დამსახურებაა“. ასეა თუ ისე, ტიერ 2-ის მასშტაბით ეს ჯერაც ერთ-ერთი მოწინავე ძალაა და ბორჯღალოსნებს ყურადღების მოდუნება კარგს არაფერს მოუტანს. ლევან მაისაშვილმა სარუმინეთოდ ნაკრებში დასვენებული ვეტერანები – შალვა მამუკაშვილი…
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა. ეს, შვედეთისა და საქართველოს შესარჩევ შეხვედრაში მოხდა. იმავე დღეს, RTL-ზე სატელევიზიო ექსპერტის რანგში დებიუტი ჰქონდა 69 წლის ული ჰიონესს, რომელმაც თვითგამოცხადებული ღმერთის შესახებ ილაპარაკა: „ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხელფასსაც დიდს ითხოვს. ღმერთი ვარო და შესაბამისი გასამრჯელო უნდა. ერთხელ, „ბაიერნში”, მისი ყიდვით დავინტერესდით, მაგრამ ლაპარაკი დასაწყისშივე…
იმ დღიდან, რაც „ბარსელონას” პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს, ესპანეთში ლაპარაკობენ, რომ ის „კამპ ნოუზე” ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს. დღეს, მსოფლიოში, თუკი მდიდარ კლუბებს ვინმეს ყიდვა სურთ, ეს „დორტმუნდის” 20 წლის თავდამსხმელია. ამასთან, „ბარსას” ქომაგები ლეო მესისა და ჰოლანდის წყვილიზე ოცნებობენ. და აი, ESPN წერს, რომ „დორტმუნდმა” ჰოლანდს ფასი დაადო — 180 მილიონი ევრო. კორონაპანდემიით გამოწვეული…
მაიამის პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში დასვენებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედ მატიას იმერთან ვერაფერი გააწყო და სამ სეტში დამარცხდა – 3:6, 6:4, 4:6. შეცდომებით სავსე მატჩი ითამაშა ბასილაშვილმა. კი, ჰქონდა კარგი მომენტები და ბრეიკებიც უხვად შეუასრულა, მაგრამ უფრო მეტი იმერს გაატანა. პირველ სეტში ნიკოლოზმა ორჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, სამაგიეროდ სამჯერ დათმო და ჩამორჩა. მეორე სეტში ბასილაშვილმა გაათანაბრა….
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. სამი ქალებში (48, 52, 57 კგ. წონით კატეგორიებში) და ორი – ვაჟებში (60, 66). საქართველოს დელეგაციის მონაგარი ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ყაზახი ტოკტარ უმათულიევი დაამარცხა, შემდეგ – ესპანელ ხუსტო ნუნეს როდრიგესსაც მოუგო, მეოთხედფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენკხტაივანს…
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის პროფესიული ლიგის გადაწყვეტილებით, ბელგიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატების გაერთიანება მოხდება. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობდა და შეთანხმება ახლა შედგა. ჟიუპერლიგისა და ერედივიზიონის შერწყმის შედეგად შეიქმნება ახალი ლიგა – ბენელიგა (BeNeliga). ახალი ტურნირის დეტალებსა და ფორმატის შესახებ, ჯერჯერობით. არაფერი იწერება.
საქართველომ პირწმინდად წააგო! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, შვედებს რვა გოლის გატანა რომ დასჭირვებოდათ, რვას გაიტანდნენ… აშკარა იყო კლასში სხვაობა და არა მხოლოდ… ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად ითამაშა და გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდა. თუნდაც შემადგენლობაში ვილი სანიოლმა განაპირა მცველებად დებიუტანტები დააყენა – გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. სამი ნომინალური საყრდენით კი შუა ხაზში უპირატესობის მოპოვება სცადა. რა…
„ბარსელონასა” და ბრაზილური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ამიერიდან ლეო მესი უმალ დარჩება „კამპ ნოუზე”, ვიდრე წავა. გასულ ზაფხულს, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე კატალონიური კლუბის მაშინდელ ხელმძღვანელებთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა და „ბლაუგრანადან” წასვლას აპირებდა. არგენტინელისა და „ბარსელონას” დავის შესახებ იმდენი დაიწერა, რომ ახლა ყველაფრის გამეორება შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხი ჯერ კიდევ…
დავიწყოთ პედრით. „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტმა ყმაწვილკაცი გაახარა, მაგრამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა: „ლა როხამ” გრანადაში საბერძნეთთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი. ამავე ჯგუფში შვედეთმა მოუგო საქართველოს 1:0. „მერჩივნა, სხვანაირი დებიუტი მქონოდა, — თქვა მატჩის შემდეგ პედრიმ, — მეორე მხრივ კი, ესპანეთის…
მორის ყვითელაშვილმა, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, ძალიან სუსტად იასპარეზა და ფინალში რის ვაი-ვაგლახით გავიდა. 26 წლის სპორტრსმენი ყინულზე ბოლო, 33-ე ნომრად გავიდა, რაც ნიშნავდა, რომ წესით ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მსაჯებისგან 74.66 ქულა (37.63+37.03) დაიმსახურა, რაც 21-ე შედეგი აღმოჩნდა. ფინალურ ჯგუფში კი მაინც მოხვდა,…
25 მარტს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და გვარიანი სენსაციებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი არის ნიდერლანდების ნაკრების მარცხი (2:4) თურქეთში. წაგებაც არის, და წაგებაც – ასეთი უსახური და უფანტაზიო ნიდერლანდები არ გვინახავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური მაინც მშვიდად არის. „მწარე მარცხია, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ეს მხოლოდ შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი…
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის. ფატის მენისკის პრობლემა აქვს. ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს…
ესპანური გამოცემა AS ავრცელებს ცნობას, რომ 29 წლის მადრიდელი ლუკას ვასკესით მიუნხენის „ბაიერნია” დაინტერესებული. ვასკესს „რეალთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაუდის. მეტიც, გაზეთი წერს, რომ მხარეები უკვე ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და საერთო ენაც გამონახეს. იმას, რომ AS-ის ინფორმაცია მართალია, გვაფიქრებინებს ისიც, რომ ვასკესი „რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, დრო კი აღარ ითმენს. ამბობენ, რომ…
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები შვედეთში ჩავიდა სათამაშოდ. მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა ჩვენი ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა. ვილი სანიოლი ამბობს: – ახალი საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებას დიდი ინტერესით ველით. მეტოქეს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავს და ბოლო დროს კარგი შედეგებიც აქვს. ჩვენც კი გვსურს, რომ ახალი ეტაპი კარგად დავიწყოთ. გუნდში ახალი ვარ, მაგრამ…
შვედეთი-საქართველოს ნაკრების მატჩის წინ მასპინძელთა მწვრთნელმა იან ანდერსონმა და ახალმა კაპიტანმა სებასტიან ლარსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. შეგახსენებთ, ეს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩია. „იწყება ახალი ეტაპი. ორი ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა. კორონავირუსზე ტესტები ჩავიტარეთ და პასუხები უარყოფითია. თამაშებს შორის მხოლოდ ორდღიანი შუალედი გვაქვს. ამიტომ, როტაციას მივმართავთ. საქართველოსთან წინასწარ მაქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება ძირითად…
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძე ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა. ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რაც მე-18 შედეგია. ფინალში კი, 24 საუკეთესო გავიდა. დღესვე, მსოფლიოს პირველობაზე ძალებს სპორტული წყვილები სცდიან და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრების – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და…
მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში გატანილი 30 გოლით კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” მთავარ შემტევ ძალად რჩება. გასულ სეზონში მან 46 თამაშში 37 გოლი შეაგდო, ხოლო 2018-19 წლებში 43 შეხვედრაში 28. ესპანური გაზეთი „მარკა” მოყვანილ სტატისტიკას ასე უყურებს: 2018 წლიდან, ანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, „რეალმა” 95 გოლი მოიკლო. რასაკვირველია, „ლოს ბლანკოსის” თავდასხმაში ცარიელი ადგილი უპატრონოდ არ დარჩენილა, მის…
„სელტიკის”, „ფულემისა” და „ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ფრანგი მუსა დემბელე, რომელიც ამჟამად „ლიონს” „ატლეტიკოში” ჰყავს იჯარით გასხვისებული, მადრიდული კლუბის ვარჯიშზე უგონოდ დაეზღერთა. ეს უსიამოვნო კადრი ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ. დემდელემ გონება მაშინ დაკარგა, როდესაც გუნდი სერიოზულ ვარჯიშებზე ჯერ არ იყო გადასული, კუნთებს ახურებდა. ინციდენტის შემდეგ, თავდამსხმელის ჯანმრთელობას ექიმები ზედმიწევნით აკვირდებიან. დღეს, მან „ატლეტიკოს” სამედიცინო ცენტრში…
შვედეთში გამგზავრებამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს – სავალდებულო კოვიდ-ტესტის შემდეგ დავით ხოჭოლავას დადებითი პასუხი მიუვიდა. შედეგად, ნაკრებმა დღეს მის გარეშე ივარჯიშა. მის ნაცვლად ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახეს, მაგრამ დღეს მას აღარ უვარჯიშია. სულ 24 ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი. გუნდი შვედეთში ამაღამ გაფრინდება…
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა. როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს რას ფიქრობს მისი ოჯახი ნაკრებში დაბრუნებაზე, უცებ ცრემლები წამოუვიდა, თუმც თავი მალევე შეიკავა და თქვა: ღმერთი დაბრუნდა! „როცა ნაკრებიდან წავედი, ჩემი უმცროსი შვილი ვინსენტი ტიროდა. მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა, მე ისევ ნაკრებში ვარ. შინ ორი პატარა ბიჭი მყავს. ისინი ერთთავად ბურთს თამაშობენ. ცოლი ხშირად მირეკავს და მთხოვს,…
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 4,5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებამ ორშაბათს შეიტყო, როცა ზლატანი საქართველოსთან და კოსოვოსთან მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს. გაფართოებულში იმიტომ, რომ მას კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე გამოჯანმრთელდება. შეგახენებთ, ის 28 თებერვალს, „რომასთან“ სერია A-ს მატჩში დაშავდა. „მცირე ტრავმის მიუხედავად,…
მაიამის საჩოგბურთო სუპერტურნიზე ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქემ, გერმანელმა ალექსანდ ზვერევმა ATP-ს ხემძღვანელობა გააკრიტიკა და მათი საქციელი მოთამაშეთა მიმართ ეჭვქვეშ დააყენა. „ისინი მხოლოდ ორგანიზატორებზე ფიქრობენ, რათა მათი ფინანსური მხარე იყოს მოწესრიგებული. ATP-ს ნაკლებად აინტერესებს პროფესიონალი ჩოგბურთელების აზრი და მათ პრიორიტეტად არ მიიჩნევს. ეს სირცხვილია, რადგან ATP ახლოს უნდა იყოს სპორტამენებთან. მაგალითად, გვქონდა წინადადება, რომ რამდენიმე ტურნირი…
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4.299.205 დოლარია, ხოლო გამარჯვებული 1.000 ქულას მიიღებს. ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ორი ადგილით დაქვეითდა და ახლა რეიტინგში 38-ე ჩოგანია, ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი. ეს იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა ჩოგბურთელმა მაიამიში თამაშზე უარი თქვა, მათ შორის დიდმა სამეულმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და…
„ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ერიკ აბიდალმა პირველი ინტერვიუ მისცა და ის სკანდალური გამოდგა. ფრანგმა ვეტერანმა, რომელიც მას მერე, რაც თამაშს თავი დაანება, „ბარსაში” ტექნიკურ მდივნად მუშაობდა თქვა, რომ 2019 წელს ის ნეიმარს „კამპ ნოუზე” აბრუნებდა. „სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე, ლეონარდოსთან (ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და პსჟ-ს სპორტული დირექტორი) სალაპარაკოდ პარიზში ჩავედი. ჩემთან ერთად იყო ჩვენი…
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგი აიყვანა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთამაშეები მაიკლ კულფილდის დონის სპეციალისტთან პირისპირ საუბრებისგან დიდ სარგებელს ნახავენ. კულფილდი ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ფსიქოლოგია, 30 წლიანი სტაჟით. 50 წლის საუთგეიტმა თქვა: „მაიკლი სპორტის აღქმას ამარტივებს. მან ძალიან კარგად იცის ის პროცესები, რაც გასახდელში ხდება. ის იოლად პოულობს საერთო ენას ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes