„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა კარმელო ენტონიმ გუნდის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ლეიკერსი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ასაკიან გუნდად იქცა – საშუალოდ 32,8 წელი. „ველოდით, რომ ამ თემაზე ბევრს ისაუბრებდნენ. თითქოს, სპორტში გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველაფერი უნდა მიატოვო და წახვიდე. არადა, ჩვენ არ ვბერდებით – ჩვენ ვბრძენდებით. წარმოიდგინეთ, რომ იტალიურ რესტორანში მიხვედით და…
„ვაშინგტონ ვიზარდსის“ კალათბურთელი რასელ ვესტბრუკი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 35 ქულითა და 20-ზე მეტი პასით მიითვალა. ვესტბრუკმა „ინდიანა პეისერსთან“ (132:124) მოგებულ მატჩში 35 ქულა, 21 პასი და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ვესტბრუკი სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობით ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელია. 32 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 162 სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ…
NBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. „ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. „ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული…
NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და „ვაშინგტონ ვიზარდის“ ახალწვეული რასელ ვესტბრუკი პირველსავე მატჩში გამოირჩა. „ჰიუსტონიდან“ დედაქალაქურ გუნდში გადასული გამთამაშებელის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 21 ქულა, 11 მოხსნა, 15 პასი. თუმცა, მისმა გარჯამ გუნდს ვერ უშველა და „ვაშინგტონი“ 107:113 დამარცხდა „ფილადელფიასთან“. აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკი NBA-ს ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელიც სადებიურო მატჩში სამმაგი დუბლით გამოირჩა. მანამდე მსგავსი შედეგი…
„ჰიუსტონ როკეტსმა“ და „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ დიდ გარიგება გაჩარხეს. „რაკეტებმა“ 32 წლის გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკში იგივე ამპლუის 30 წლის კალათბურთელი ჯონ ვოლი და 2023 წლის NBA-ს დრაფტის პირველი პიკი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ვოლი მოედანზე 2018 წლის 26 დეკემბერს არ გასულა. მისი ხელფასი კი, სამი წლის მანძილზე 132,9 მილიონი დოლარი იქნება. შედეგად, წლიური ჯამაგირით ვოლი ლიგაში მეოთხე…
ამას წინათ „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა გუნდიდან გაშვება ითხოვა. მისი ამ განცხადების მიზეზის რამდენიმე ვერსიაც დაიწერა. ერთ-ერთი ის იყო, რომ რასელს გუნდში ისეთი ლიდერის ფუნქცია სურდა, როგორც ეს „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. „ჰიუსტონის“ ლიდერობაში კი ხელს ჯეიმს ჰარდენი უშლის. ჰოდა, „ჰიუსტონმა“ გადაწყვიტა ვესტბრუკი დაიტოვოს და გუნდიდან ჰარდენი გაუშვას. არის საუბარი, რომ „წვერა“ „ბრუკლინში“ გადაბარგდება. ბრუკლინელები ჰარდენში…
2017 წლის NBA-ს ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP), 2015 და 2017 წლის საუკეთესო მექულე, NBA-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩის 9-გზის მონაწილე რასელ ვესტბრუკი „ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობას გაცვლა მოთხოვა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, მაიკ დანტონისა და გენერალური მენეჯერის დერილ მორის გათავისუფლებაა. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ვესტბრუკმა გუნდში ისეთი შემქნელის როლი მოითხოვა, როგორიც „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. მეორე მიზეზი…
ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგის მმართველ საბჭოსთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. მონაწილენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი NBA-ს სეზონის განახლებისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა წლეულს მაინც ჩამთავრდება. ლიგის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილებისკენ იხრება მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი კრის პოლი. მის გარდა პროფკავშირებში ლიგის ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს სეზონის განახლებას….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes