ჭდე: ლაიფციგი

Home ლაიფციგი
ერთი ფინალი. ორი რეკორდი
ჩანაწერი

ერთი ფინალი. ორი რეკორდი

„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში 4:1 დაამარცხა „ლაიფციგი“ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს. უკვე პირველ ტაიმში დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა განაპირა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ. აქამდე მასზე ახალგაზრდას თასის ფინალში დუბლი არავის შეუსრულებია. 21 წლის და 49 დღის სანჩო რეკორდის ავტორი კი შეიქნა, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა სანჩოს თანაგუნდელმა ერლინგ...

ბაიერნი ტიტულს დააცხრა
ჩანაწერი

ბაიერნი ტიტულს დააცხრა

ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მიუნხენის „ბაიერნს“ უშუალო კონკურენტი დაეხმარა. „ლაიფციგი“ „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა და ლიდერის დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა. ეს საჩემპიონო ტიტული 31-ე გახლავთ მიუხენური კლუბის ისტორიაში და არც იმის ნიშნები ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას აპირებდნენ. წლეულს ერთი ლეგენდარული სერია იტალიაში „იუვენტუსს“ „ინტერმა“ შეაწყვეტინა. ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?

ბაიერნი ნაგელსმანს ჩაბარდა
ჩანაწერი

ბაიერნი ნაგელსმანს ჩაბარდა

„იულიან ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია. ის სულ 33 წლისაა, თუმც უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს. დარწმუნებული ვართ, იულიანთან ერთად „ბაიერნი“ ისევე წარმატებული იქნება, როგორც ეს ბოლო დროს იყო“ – თქვა მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰეინერმა მას შემდეგ, რაც მან და ნაგელსმანმა თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმეს. ახლა, მოკლედ და კონკრეტულად: 1 ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ მათავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი...

უცნაური ესპანელი, რომელმაც საქართველოს ბოლოწამს მოუგო
ჩანაწერი

უცნაური ესპანელი, რომელმაც საქართველოს ბოლოწამს მოუგო

დანი ოლმომ კვირას, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ, მან მატჩის ბოლოს, მსაჯის მეორე წამატებულ წუთზე, შორიდან დაარტყა და „ლა როხას” გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ წარმატებამ, ოლმოს მიმართ ინტერესი საქართველოში კი არა, თავად ესპანეთშიც გააღვივა, რადგან… სამშობლოში მისი თამაში დიდად არ უნახავთ. საქმე ის არის, რომ ოლმო 22 წლისაა, ქვეყნიდან კი 2014...

შინ, ოღონდ შინიდან შორს
ჩანაწერი

შინ, ოღონდ შინიდან შორს

ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა. არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ...

ბუდაპეშტში ლივერპულმა ლაიფციგს მოუგო
ჩანაწერი

ბუდაპეშტში ლივერპულმა ლაიფციგს მოუგო

იურგენ კლოპმა თავისი ფეხბურთელები შეაქო, რადგან მათ სულის სიძლიერე გამოავლინეს და „ლაიფციგს” 2:0 მოუგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს მო სალაჰმა და სადიო მანემ. ინგლისური პრესის შეფასებით, მერსისაიდელებს ასე კარგად შობის შემდეგ არ უთამაშიათ. თამაში უნგრეთში ჩატარდა. „ლივერპულს” რომ წაეგო, კლოპის მოწინააღმდეგეები დიდ კრიზისზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ „წითლებმა” მათ...

გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება
ჩანაწერი

გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები...

ლაიფციგსა და ატლეტიკოს უპირატესობა წაართვეს
ჩანაწერი

ლაიფციგსა და ატლეტიკოს უპირატესობა წაართვეს

კოვიდპანდემიის გამო უეფამ კალენდარში ცვლილებები შეიტანა. მერვედფინალური მატჩების ჩატარების ადგილი ორი გუნდისთვის საშინაო არ იქნება და თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართება. გეხსომებათ, საუბარი იყო „ლაიფციგი“ – „ლივერპულის“ შეხვედრაზე. გერმანიის მთავრობას 17 თებერვლამდე ბრიტანეთიდან ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა აქვს. აქედან გამომდინარე „ლაიფციგი“ საშინაო მატჩს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართავს. იგივე სიტუაციაში ჩავარდა მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც 23 თებერვალს...

ლივერპულს გერმანიაში არ უშვებენ
ჩანაწერი

ლივერპულს გერმანიაში არ უშვებენ

ინგლისურ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური შეხვედრა „ლაიფციგთან“ სტუმრად 16 თებერვალს უნდა გაემართა. გერმანიის ხელისუფლებამ კი ორი დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 4 თებერვალს შევიდა ძალაში: 17 თებერვლამდე აკრძალულია საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებშიც კორონავირუსის მუტაციები დაფიქსირდა. დიდი ბრიტანეთი ამ ქვეყნებს შორისაა, გერმანიის ხელისუფლებმა კი „ლივერპულისთვის“ გამონაკლისის დაშვებაზე უარი განაცხადა. შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი შეხვედრის...

ჩანაწერი

ბაიერნი მცველებს ლაიფციგში ეძებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა. თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა,...