
ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა.
სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც დღემდე „ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, იურიდიულ საქმეებს კი კრისტინა ბელოკი გაუძღვება.
მართალია, ბარტომეუს კადრად ითვლებოდა, მაგრამ გომეს პონტი მრავალი წელიწადია რაც „ბლაუგრანას” ესმახურება. მისდა სამწუხაროდ, ეგრეთწოდებულმა „ბარსაგეიტის” სკანდალმა რეპუტაცია შეურყია — მარტის დასაწყისში, პოლიციამ ბარტომეუსთან ერთად ოთხი კაცი დააკავა და ერთ-ერთი სწორედ ის იყო.
რაც შეეხება სოლერს, ის „ბარსელონაში” 2014 წელს ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორად მივიდა. 2015 წელს სპორტის პროფესიულ სახეობათა დირექტორად დანიშნეს, თუმცა 2017 წლიდან მას ფეხბურთი აღარ ეხებოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
