ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა. სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც...
