ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა. სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც...
ჭდე: რომან გომეს პონტი
ბარსაგეიტი: ბარტომეუ და მასფერერი დროებით გამოუშვეს
ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ჟუამე მასფერერი წინასწარი დაკავების საპყრობილიდან დროებით გაათავისუფლეს. მათ ბარსაგეიტად წოდებულ საქმეში მონაწილეობას ედავებიან. „ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი ბარტომეუ და მისი ყოფილი მრჩეველი მასფერერი არიან ორნი, იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც კატალონიის პოლიციამ დააკავა. ამ ხალხის დაკავებას თან ახლდა სამართალდამცავთა რეიდები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ადგილას. დაკავებულთა შორის იყვნენ ოსკარ გრაუ, რომელიც კლუბის აღმასრულებელი შეფის ფუნქციებს...
ბარსაგეიტი: წუხელ ბარტომეუ დუმდა
წუხელ, „ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ გადაწყვიტა ეგრეთწოდებული ბარსაგეიტის საქმეზე არაფერი ეთქვა. კატალონიის რადიოს ინფორმაციით ლეს კორტსის პოლიციის განყოფილებაში მან დუმილის უფლება ამჯობინა. ბარტომეუ ორშაბათს დილით დააპატიმრეს. მასთან ერთად დაკავებულებმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა რომან გომეს პონტიმ და ექსპრეზიდენტის მარჯვენა ხელმა ჟუამე მასფერერმა ასევე დუმილი არჩიეს. ბარტომეუსა და მის დამქაშებს ეკონომიკურ დანაშაულებთან ერთად ბრალად ედებათ...


