ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი აქვს – ანასტასია გუბანოვა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში უკეთ ისრიალა და ჯამში 206.52 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. 21 წლის მოციგურავე შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ისტორიული ოქრო მოუპოვა, მაგრამ წლეულს მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა....
ჭდე: ალინა ურუშაძე
ორი საზამთრო ლიცენზია
შვედეთში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 2022 წელს პეკინში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. პირველად ეს 17 წლის ალინა ურუშაძემ გაახერხა, რომელმაც თავისუფალ პროგრაში 109.12 ქულა და ჯამში მე-20 ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თავისუფალ პროგრამაში უკეთ გამოვიდა მორის ყვითელაშვილი, რომელმაც 157.15 ქულა მიიღო და მე-12 შედეგი აჩვენა. ორი...
ურუშაძე ფინალშია
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძე ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა. ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რაც მე-18 შედეგია. ფინალში კი, 24 საუკეთესო გავიდა. დღესვე, მსოფლიოს პირველობაზე ძალებს სპორტული წყვილები სცდიან და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრების – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და...


