მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ. „ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ...
ჭდე: ული ჰიონესი
გერმანია ბაიერნის წინააღმდეგ !
ული ჰიონესი გაბრაზდა. „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ბუნდესლიგაში ჩემპიონის ფლეი-ოფით გამოვლენაზე კომენტარი გააკეთა. მოკლედ, არის იდეა რეგულარული სეზონის მერე მცირე ფლეი-ოფი რომ ჩატარდეს, სადაც ბუნებრივია, უფრო მეტია მოულოდნელობის ალბათობა… აბა, მარათონში „ბაიერნი“ დღესაც აყრის მეტოქეებს, ვხედავთ. იდეა გერმანიის საფეხბურთო ლიგაში გააჟღერეს და სხვათა შორის, „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მოიწონა. „ეს კანის აზრია, ჩემი – არა....
ჰიონესი: პატიმრობამ უფრო გამაძლიერა
მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გულახდილად ისაუბრა საპატიმროზე, ტრანსფერებზე, მენეჯმენტზე… ჰიონესი ის კაცია, გადასახადების დამალვისთვის ციხეში რომ იჯდა. 2014 წელს მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი, მაგრამ წელიწადსა და ცხრა თვეში გაათავისუფლეს. „დიახ, დიდი შეცდომა დავუშვი. ამან ჩემს რეპუტაციას დაარტყა და პასუხისმგებლობა ავიღე. თუმცა პატივს მცემდნენ ისინიც კი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. შემეძლო ბრძოლა, სარჩელის შეტანა და ციხის თავიდან არიდება,...
თვითგამოცხადებული ღმერთის მადა
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა. ეს, შვედეთისა და საქართველოს შესარჩევ შეხვედრაში მოხდა. იმავე დღეს, RTL-ზე სატელევიზიო ექსპერტის რანგში დებიუტი ჰქონდა 69 წლის ული ჰიონესს, რომელმაც თვითგამოცხადებული ღმერთის შესახებ ილაპარაკა: „ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხელფასსაც დიდს ითხოვს. ღმერთი ვარო და შესაბამისი გასამრჯელო უნდა. ერთხელ, „ბაიერნში”, მისი ყიდვით დავინტერესდით, მაგრამ ლაპარაკი დასაწყისშივე...
პინი პირანიაა, ალაბა კი ბრაზობს
„ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დღემდე გავლენიანმა ული ჰიონესმა 28 წლის დავიდ ალაბაზე თქვა, „ბაიერნთან” კონტრაქტს იმიტომ ვერ ახანგრძლივებს, რომ 77 წლის სუპერაგენტის პინი ზაჰავის სახით მრჩეველად ნამდვილი პირანია ჰყავსო. ჰიონესი ამტკიცებს, რომ ზაჰავი ალაბასგან თავის საკომისიოდ ორნიშნა რიცხვით გამოხატულ მილიონ ევროს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბას მხარე ტრანსფერით იმუქრება. ამ უნივერსალური მოთამაშის ყიდვა მართლა უნდათ „მანჩესტერ სიტის”,...
თუკი ულიმ თქვა, ესე იგი მართალია!
„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, 43 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკაზე, „ჩელსიზე” და ჯოშუა კიმიხზე ილაპარაკა. ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტმა, ჰიონესმა, ამასწინათ, ბუნდესლიგაში მისი კლუბის მთავარი კონკურენტი, „დორტმუნდი” გააკრიტიკა, რასაც პასუხი და პასუხის პასუხი მოჰყვა. ამ საკითხზე სალიჰამიჯიჩმა მარტივად თქვა: „თუკი ული ამბობს, ესე იგი მართალია!” რაც შეეხება „ჩელსისთან” ჩემპიონთა...
ჰიონესი ლევანდოვსკის აგენტს 3 სექტემბერს შეხვდება
„ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგთან” ინტერვიუში „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკას უგუნური უწოდა. „თუკი „დორტმუნდი” ყიდულობს ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც შემდეგ ამართლებს კიდეც, რამდენიმე თვეში ან თავად კლუბისგან ან საიდანმე აუცილებლად შეიტყობთ, რომ მას უკვე გაყიდვას უპირებენ, — თქვა ჰიონესმა, — როგორ შეიძლება მოთამაშემ კლუბის დნმ შეითვისოს და მისი ორგანული წევრი გახდეს, თუკი მან თავვიდანვე...
ჰიონესის გალანძღული ბარსელონას უნდა
კატალონიური სპორტული გაზეთის „ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით „ბარსელონას” „პარი სენ ჟერმენისგან” 27 წლის ესპანელი ხუან ბერნატის ყიდვა უნდა. მოგეხსენებათ, „ბლაუგრანამ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მთავარ კონკურენტ „რეალს” გაატანა და ახლა გაძლიერებას გეგმავს. ბერნატი, რომელიც პარიზამდე „ვალენსიასა” და „ბაიერნში” თამაშობდა, „პარკ დე პრენსზე” აგერ უკვე ორი წელიწადია მარცხენა მცველის ფუნქციას ასრულებს, თუმცა საფრანგეთში ლიგა ერთის ბოლო...
რატომ არ გადავიდა ლევანდოვსკი რეალში
რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა გაიხსენა, თუ რა ახლოს იყო პოლონელი ფორვარდი „რეალში” გადასვლასთან. ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გოლების მანქანადაა ცნობილი და რაა გასაკვირი, რომ მადრიდიდან მას სულ უტრიალებდნენ, გადაბირება სურდათ. პირველად „სანტიაგო ბერნაბეუზე” პოლონელით 2013 წელს დაინტერესდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მერე. მაშინ ფორვარდი „დორტმუნდში” თამაშობდა და „რეალს” ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუტანა. თამაში დასრულდა...
120 წელი მწვერვალებისკენ
მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი...









