„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ბუნდესლიგაში ჩემპიონის ფლეი-ოფით გამოვლენაზე კომენტარი გააკეთა.
მოკლედ, არის იდეა რეგულარული სეზონის მერე მცირე ფლეი-ოფი რომ ჩატარდეს, სადაც ბუნებრივია, უფრო მეტია მოულოდნელობის ალბათობა…
აბა, მარათონში „ბაიერნი“ დღესაც აყრის მეტოქეებს, ვხედავთ.
იდეა გერმანიის საფეხბურთო ლიგაში გააჟღერეს და სხვათა შორის, „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მოიწონა.
„ეს კანის აზრია, ჩემი – არა. ვფიქრობ, სისულელეა, – თქვა ჰიონესმა, – გერმანიის ჩემპიონი უნდა გახდეს კლუბი, რომელიც 34 ტურს ყველაზე კარგად ჩაატარებს და ყველანაირ სირთულეებს გადალახავს. ეს იდეა, რაც წამოაყენეს, „ბაიერნის“ წინააღმდეგაა. ალბათ, გერმანიის ფეხბურთის ლიგის აღმასრულებელი დირექტორი დღე და ღამე ფიქრობს, როგორ შეაჩეროს ჩვენი დომინანტობა.
… ფლეი ოფი არსად არაა. არც ინგლისში, არც იტალიაში, არც ესპანეთში, არც საფრანგეთში. ფლეი ოფი ჩაატარო სეზონის ბოლოს, როცა ფეხბურთელები უკვე დაღლილები არიან და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან, მგონი ხუმრობაა“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
