რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.
სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და რამდენჯერმე ხიფათიც შეუქმნა მეტოქის კარს. ერთი საათი გაატარა მინდორზე. მე-60 წუთზე ის ლუის გორდონმა შეცვალა.
არადა, რვა თვის წინათ, ევრო 2020-ის პირველი მატჩის დროს, ფინელების წინააღმდეგ, მას გული გაუჩერდა…
ექიმებმა და თანაგუნდელებმა პირველი დახმარება აღმოუჩინეს. შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და გულში კარდიო-დეფიბრილატორი ჩაუყენეს. აპარატი, რომელიც გულის მუშაობას აკონტროლებს და საჭირო შემთხვევაში ელექტრონულ იმპულსებს იძლევა.
თითქოს მისთვის კარიერა დამთავრდა. გულში აპარატჩადგმული კაცი, აბა, ვისღა სჭირდებოდა. მაგრამ კერკეტი აღმოჩნდა და დაბრუნდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
