ჭდე: ოლივერ კანი

Home ოლივერ კანი
ნოიერი – 500
ჩანაწერი

ნოიერი – 500

კვირას გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 500 მატჩის ნიშნულს მიაღწია. ნოიერმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2006 წელს „შალკეში“ ჩაატარა. ის მეოთხე მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ული შტაინის (512), აიკე იმელის (534) და ოლივერ კანის (557) შემდეგ. მიმდინარე სეზონში 38 წლის მეკარემ 31 მატჩი...

კანი: მათ ისევ კანი სჭირდებოდათ
ჩანაწერი

კანი: მათ ისევ კანი სჭირდებოდათ

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავმჯდომარე, ოლივერ კანი, მიიჩნევს, რომ მისი წასვლა გერმანული კლუბიდან წინა პროფესიულ კარიერას უკავშირდება. „როცა ხალხის გონებაში მეკარედ დამკვიდრდები, ძნელია რაიმე განსხვავებული გააკეთო, ვიდრე მაშინ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ შენ განვითარდი, მათ კი ისევ მეკარე კანი სჭირდებათ“, – თქვა კანმა. ოლივერმა ფეხბურთელობისას „ბაიერნში“ 14 წელი გაატარა. 632 მატჩი ჩაატარა, 592 გოლი გაუშვა და...

გერმანიის ჩემპიონობამაც ვერ უშველა…
ჩანაწერი

გერმანიის ჩემპიონობამაც ვერ უშველა…

როგორც „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი თანამდებობიდან კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს. ოლივერ კანს კრისტიან დრიზენი შეცვლის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შემცვლელი კი ჯერ ცნობილი არ არის. „ოლივერ კანთან განშორების სამეთვალყურეო საბჭოსთვის მარტივი არ იყო, თუმცა სიტუაციის საერთო განვითარებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გვინდა...

ბაიერნმა ტუხელი დაადასტურა
ჩანაწერი

ბაიერნმა ტუხელი დაადასტურა

ახლა უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას – მიუნხენის „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანი თომას ტუხელმა შეცვალა. ინფორმაცია კლუბმა უკვე დაადასტურა. მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ნაგელსმანის ნაცვლად „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი იქნება, ახალ მწვრთნელთან კლუბმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტუხელი საქმიანობას...

ბაიერნში რონალდუ მალე გადაიფიქრეს
ჩანაწერი

ბაიერნში რონალდუ მალე გადაიფიქრეს

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ბავარიული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას აპირებდა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს. „მოკლედ განვიხილეთ რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო გადმოსვლის პერსპექტივა. ალბათ, „დორტმუნდშიც“ იგივე გააკეთეს. ბუნდესლიგის საერთო სურათი შევაფასეთ. ცხადია, ისეთი ვარსკვლავები, როგორიც რონალდუა, მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან ლიგის პოპულარობისთვის. ის ხომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ პორტუგალიელის...

დაადგა საშველი… წავიდა !
ჩანაწერი

დაადგა საშველი… წავიდა !

მიუნხენის „ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გაუშვა… „დიახ, ბარსელონელებისგან მივიღეთ ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი სატრანსფერო წინადადება და რობერტს წასვლის უფლება მივეცით. ბოლო დროს ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე, რის დასტურადაც ახლახან სადიო მანეს დამატებაც გამოდგება, ის ხომ მსოფლიო კლასის თავდამსხმელია“, – უთხრა გერმანელ ჟურნალისტებს ოლივერ კანმა, „ბაიერნის“ გენდირექტორმა. რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 50 მილიონ...

კანი: რობერტ, დაოკდი!
ჩანაწერი

კანი: რობერტ, დაოკდი!

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბიდან რომერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან. არც ლევანდოვსკის შემთხვევაში შეცვლილა არაფერი. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველით, სეზონის წინა შეკრებაზე“.  ოლივერ კანს „ბარსელონა“ – ლევანდოვსკის კავშირზეც ჰკითხეს, კატალონიელებმა რომ ახლანდელზე უკეთესი სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ, პოლონელის...

გულში გერბი
ჩანაწერი

გულში გერბი

თომას მიულერმა „ბაიერნთან“ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ის ბავარიელთა რიგებში 2024 წლამდე დარჩება. მიულერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბის მმართველთა თავკაცმა, ოლივერ კანმა: „თომას მიულერი ის კაცია, რომელიც „ბაიერნის“ გერბს გულში ატარებს. ის აბსოლუტური მისაბაძი მაგალითია. მემკვიდრეობითობა ყოველთვის ახასიათებდა „ბაიერნს“ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან ურთიერთობა გავიხანგრძლივეთ. ის არის ადამიანი, რომელიც...

გერმანია ბაიერნის წინააღმდეგ !
ჩანაწერი

გერმანია ბაიერნის წინააღმდეგ !

ული ჰიონესი გაბრაზდა. „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ბუნდესლიგაში ჩემპიონის ფლეი-ოფით გამოვლენაზე კომენტარი გააკეთა. მოკლედ, არის იდეა რეგულარული სეზონის მერე მცირე ფლეი-ოფი რომ ჩატარდეს, სადაც ბუნებრივია, უფრო მეტია მოულოდნელობის ალბათობა… აბა, მარათონში „ბაიერნი“ დღესაც აყრის მეტოქეებს, ვხედავთ. იდეა გერმანიის საფეხბურთო ლიგაში გააჟღერეს და სხვათა შორის, „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მოიწონა. „ეს კანის აზრია, ჩემი – არა....

ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?
ჩანაწერი

ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?

„შპორტ ბილდის” ინფორმაციით, თუკი „ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუშვებს, ახალი თავკაცის დანიშვნა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაევალება — კლუბში აღმასრულებელი შეფი რუმენიგეა. მაგრამ, არის მეორე საკითხიც: 65 წლის რუმენიგე „ბაიერნში” მხოლოდ 2021 წლის ბოლომდე რჩება, შემდეგ კი საქმეები 51 წლის ოლივერ კანმა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი თავის ყველა ნაბიჯს ვეტერან მეკარესთან შეათანხმებს. საქმეები ხომ უნდა...