მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ბავარიული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას აპირებდა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს.
„მოკლედ განვიხილეთ რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო გადმოსვლის პერსპექტივა. ალბათ, „დორტმუნდშიც“ იგივე გააკეთეს. ბუნდესლიგის საერთო სურათი შევაფასეთ. ცხადია, ისეთი ვარსკვლავები, როგორიც რონალდუა, მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან ლიგის პოპულარობისთვის. ის ხომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ პორტუგალიელის დამატება მალევე გადავიფიქრეთ,“ – თქვა გერმანელმა ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, რონალდუს ზაფხულში ისეთ კლუბში სურდა გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებდა. მაგრამ რეალური ინტერესი არავინ გამოხატა და ჯერჯერობით ისევ „მანჩესტერში“ თამაშობს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
