მიუნჰენის „ბაიერნის“ პრეზიდენტის სიტყვები „შპიგელზე“ დაყრდნობით გავრცელდა. ული ჰიონესი დაიმუქრა, რომ „ბაიერნი“ ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს, თუ ძირითად შემადგენლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის ადგილს დაიკავებს. „ეს სიტყვები იოაჰიმ ლიოვამდეც მივა,“ – განაცხადა ჰიონესმა. ცოტა ხნის წინ ტერ შტეგენსა და ნოიერს შორის ტექსტური შეხლა-შემოხლა სოციალურ ქსელებში გაიმართა. ტერ შტეგენის დაწინაურების სურვილს ლიოვი არ მალავს. გერმანელებს...
ჭდე: ული ჰიონესი
კაცი, რომელიც ვერ დააფასეს
ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...
რუმენიგეს კანი შეცვლის
ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც „ბაიერნის“ დირექტორატის თავმჯდომარეა, 2021 წელს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება გაამჟღავნა. „ორი წლის შემდეგ კონტრაქტი დამიმთავრდება და აღარ გვაგრძელებ. კლუბის ხელმძღვანელობაში 20-წლიანი საქმიანობა ალბათ საკმარისია, რომ თავს დასვენების უფლება მივცე. ჩემს ადგილს დიდი ალბათობით ოლივერ კანი დაიკავებს. ოლი ის კანდიდატურაა, რომელიც თავს გაართმევს ამ ვალდებულებებს,” – განაცხადა რუმენიგემ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კანი კლუბის...
რისთვის მიუღწევია მაგ ჰამანს ცხოვრებაში?
წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, დღეს კი ტელეექსპერტმა დიტმარ ჰამანმა „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ასე დაწერა, ვატყობ, ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერისთვის” დიდ პრობლემად ყალიბდებაო. თავისი ყოფილი ფეხბურთელის კრიტიკულმა ტექსტმა ბავარიელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი გააბრაზა. ტელეშოუ Doppelpass-ში მან ჰამანს პასუხი გასცა: „დიდი ჩვენთან თამაშობდა და კლუბს კარგად იცნობს. ამიტომ, მინდა საყვედური ვუთხრა. ისე იქცევა, გეგონება კომენტატორთა ღმერთი...
ჰიონესი მასალას ელის
66 წლის ული ჰიონესი ხელახლა აირჩიეს „ბაიერნის” სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველად. ამ თანამდებობაზე ის 2022 წლამდე დარჩება. არავის ეპარება ეჭვი, რომ ჰიონესი 2019 წელს თავის კანდიდატურას „რეკორდმაისტერის” პრეზიდენტობაზეც წამოაყენებს, თუმცა იდეების ხორცშესასხმელად მას რთული წელიწადი ელის. მომავალ ზაფხულს „ბაიერნის” შემადგენლობა სავარაუდოდ ძალიან გადახალისდება. წავლენ 34 წლის არიენ რობენი და 35 წლის ფრენკ რიბერი. თაობათა ცვლამ რაც შეიძლება...
რატომ მოიჭერს რუმენიგე ფეხზე ხელს
„ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი ეგრეთწოდებულ „სუპერლიგაში” არ ითამაშებს. „ჩვენი გუნდი გააგრძელებს გამოსვლას ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. სანამ „ბაიერნის” სათავეში ული ჰიონესი და მე ვუდგავართ, კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებს”, — თქვა 63 წლის ყოფილმა ვარსკვლავმა ბავარიელთა კლუბის ყოველწლიურ შეკრებაზე. შემდეგ რუმენიგემ ხუმრობანარევი ტექსტით მიმართა ჰიონესს:...
ბაიერნი გასაჭირშია
„ბაიერნმა” ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ბავარიელები ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შინ ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. თავიდან 2:0 იყო, შემდეგ 3:1, საბოლოოდ კი მატჩი 3:3 დასრულდა. დიუსელდორფელთაგან სამივე გოლი 21 წლის ბელგიელმა დოდი ლუკებაკიო ნგანდოლიმ გაიტანა. შაბათის ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბაიერნი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს” 7...
ჰიონესი კანს აძრობს?
66 წლის ული ჰიონესმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში „ბაიერნის” პრეზიდენტისა და სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება, ოღონდ დასძინა — რომ ვიცოდე იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ჩემს შეცვლას შეძლებს, გაისადვე წავიდოდიო. ჰიონესი ვალდებულია 2019 წლის ბოლოსთვის გადაწყვიტოს რას აპირებს. გაისად ამ დროს „ბაიერნს” ყოველწლიური კონგრესის გარდა არჩევნებიც უწევს და ის ან თავად უნდა დარჩეს თანამდებობაზე...
ვენგერზე ლაპარაკიც არ ყოფილა
პრეს-კონფერენცია, რომელსაც „ბაიერნის” ოფისში დღეს დიდი მღელვარებით ელოდნენ, ჩატარდა, მაგრამ მოლოდინი გააწბილა. თავიდან ის ვთქვათ, რატომ ელოდნენ ბავარიელთა შეფების ამ პრეს-კონფერენციას მოუთმენლად. იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ინტენსიურად ალაპარაკდნენ „რეკორდმაისტერში” არსენ ვენგერის შესაძლო დანიშვნის შესახებ. იყო მოლოდინი, რომ პრეს-კონფერენციაზე იანვრიდან ნიკო კოვაჩის არსენ ვენგერით შეცვლის ამბავს გამოაცხადებდნენ. შემდეგ ეს მოლოდინი გაძლიერდა, რადგან ითქვა, ჟურნალისტებს ული ჰიონესი,...
ბაიერნი გადატვირთულია
„ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ფეხბურთელების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება. „გუნდში ძალიან ბევრნი არიან, — მკაფიოდ განაცხადა მან, — აუცილებელია ორი-სამი ფეხბურთელის გასხვისება. საშობაოდ მაინც”. „შპორტ ბილდი” წერს, რომ თავიდან მოშორების ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან ჯერომ ბოატენგი, რომლის ტრანსფერზეც ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ და ნახევარმცველი არტურო ვიდალი. ბოატენგს ძირითადად...








