თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. სამი ქალებში (48, 52, 57 კგ. წონით კატეგორიებში) და ორი – ვაჟებში (60, 66). საქართველოს დელეგაციის მონაგარი ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ყაზახი ტოკტარ უმათულიევი დაამარცხა, შემდეგ – ესპანელ ხუსტო ნუნეს როდრიგესსაც მოუგო, მეოთხედფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენკხტაივანს...
