ჩეხეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე მარცხი მორიგი წყალგამყოფი აღმოჩნდება ფრანკ დე ბურისთვის. ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ფედერაცია მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებს. არადა, კაცი ბჭობდაო – ფრენკს სულ დეტალებში ჰქონდა გაწერილი ამსტერდამის არხებში საჩემპიონო სვლის სცენარი. წარსულში დე ბურს „აიაქსში“, „ინტერში“, „კრისტალ პალასში“ და ამერიკულ „ატლანტაში“ უმუშავია, ეროვნული ნაკრები კი სექტემბერში მას შემდეგ ანდეს, რაც რონალდ...
ჭდე: ფრანკ დე ბური
დე ბური ქომაგებს არ უჯერებს
13 ივნისს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს უკრაინასთან გამართავს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თვითმფრინავის საშუალებით გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს, რომელზეც ეწერა – ფრანკ, მხოლოდ 4-3-3. ამით გულშემატკივრებმა მწვრთნელს ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოსთხოვეს. დე ბური კი შეუვალია და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მადლობა რჩევისთვისთვის, მაგრამ ჩვენ 3-5-2...
არ იტირო
25 მარტს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და გვარიანი სენსაციებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი არის ნიდერლანდების ნაკრების მარცხი (2:4) თურქეთში. წაგებაც არის, და წაგებაც – ასეთი უსახური და უფანტაზიო ნიდერლანდები არ გვინახავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური მაინც მშვიდად არის. „მწარე მარცხია, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ეს მხოლოდ შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი...
ათი წლის შემდეგ
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს. 10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში...
ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში
ჟოზე მოურინიუ ის კაცი არ არის, ვინმეს აუგი სიტყვა რომ შეარჩინოს. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ამჯერად ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შემოელანძღა. მიზეზი: დე ბურმა კომენტარი გაუკეთა პრემიერლიგის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა ორივე გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოურინიუმ რეშფორდი მორუან ფელაინით შეცვალა. სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გააპროტესტა...




