რამდენიმე დღეში მკითხველის სამსჯავროზე მორიგი საფეხბურთო წიგნი გამოვა. „ჯვაროსნები“ – ასე ჰქვია ჩვენი კოლეგის, ფრიდონ კერვალიშვილის ნაშრომს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა (283) მატჩის ოქმი, მათ საფუძველზე შექმნილი არაერთი სტატისტიკური ცხრილი, რომლებშიც სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ სპეციალისტი მისთვის საინტერესო უამრავ მონაცემს იპოვის. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, წიგნი დიდი ფოტოშემოქმედის, ჩვენი ნეტარხსენებული კოლეგის ბადრი კეთილაძის უნიკალური...
ჭდე: ბადრი კეთილაძე
ამანათი გვერდითა სადარბაზოდან
ორშაბათს, 13 ნოემბერს ბადრი კეთილაძის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია შედგა. ერთ-ერთი, ვინც ბადრის ყველაზე დიდხანს იცნობდა, ჩვენი კოლეგა და საერთო მეგობარი ვახტანგ ბზიკაძე ალბომის გამოსვლას გამოეხმაურა ბადრი კეთილაძე ისევე ღრმად იყო ჩახედული ფოტოსაქმეში, როგორც, ვთქვათ, იოსებ ჟორდანია მეანობაში. არაერთხელ შევსწრებივარ დაბადების პროცესს, როცა ბადრი ფოტოს, როგორც ახალშობილს ხელით ამოიყვანდა და მოწიწებით დააბინავებდა. ერთ რამედ ღირდა ფოტოსახელოსნოდან...
ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებამ დაამუშავა და მოამზადა, სპორტის სამინისტრომ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კი დააფინანსა ბადრი კეთილაძის ფოტოალბომის დაბეჭდვა. ალბომის წარდგენა კი თბილისის საკრებულოში შედგა და ბადრის ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი მეგობარი და კოლეგა დაესწრო. ამ მშრალი ფაქტის მიღმა კი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხებული ჩვენი სარბიელელი მეგობრის ათწლეულების შრომა და ათი ათასობით კადრია. ასევე გვარის საოცრად...
ჩვენი ბადრის დაფასება…
„სარბიელის“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც 2021-2022 წლების საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი და ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი გამოვლინდა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ და მისმა პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გურამ თიკანაძის პრემიით ჩვენი ცხონებული ძმაკაცის, ბადრი კეთილაძის მეუღლე რუსუდანი და ქალიშვილი მარიამი დააჯილდოა. ქართული და არამხოლოდ, სპორტის ფოტო-მემატიანე ბადრი კეთილაძე 2022 წლის იანვარში გარდაიცვალა. გურამ თიკანაძის პრემია კი სპორტული ჟურნალისტიკისთვის...
ბადრის დაფასება!
„დინამო“ თბილისმა ბადრი კეთილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა. ბადრი კეთილაძე – ადამიანი, რომელიც უპირველესად დააკლდა ოჯახს, უსაყვარლეს მეუღლესა და ქალიშვილს, მერე კი ყველას, ვინც იცნობდა. მით უმეტეს მათ, ვისთვისაც სპორტი და კონკრეტულად ლამაზი ფოტო სულერთი არაა. სამწუხაროდ, მძიმე სენმა მთელ ქვეყანას წაართვა ეს კაცი. ბადრი დიდხანს მუშაობდა „სარბიელში“, გაზეთის ერთ-ერთი ნათელი სახე იყო. ბადრისგან მხოლოდ...
ბადრი კეთილაძის არაჩვეულებრივი გამოფენა
წინ და უკან წარამარა რომ ატრიალოთ საქართველო – ესპანეთის მატჩის ვიდეო კადრები, ვერ ნახავთ იმას, რაც ბადრი კეთილაძის ფოტო კამერამ თვალის ჩაპაჭუნებით სტადიონზე შეაგროვა და გაამარადიულა. უდავოა, რომ ეს ფოტოები უფრო მოძრავია, ვიდრე ზოგიერთი მოძრავი საგანი. მონატრებული სანაკრებო ფეხბურთის ფერი, სუნი და გემო თუ გინდათ რომ იგრძნოთ, შემოიდეთ ხელი აკაკი წერეთელივით და დაათვალიერეთ… მაშ, სარბიელელი...





