„სარბიელის“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც 2021-2022 წლების საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი და ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი გამოვლინდა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ და მისმა პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გურამ თიკანაძის პრემიით ჩვენი ცხონებული ძმაკაცის, ბადრი კეთილაძის მეუღლე რუსუდანი და ქალიშვილი მარიამი დააჯილდოა.
ქართული და არამხოლოდ, სპორტის ფოტო-მემატიანე ბადრი კეთილაძე 2022 წლის იანვარში გარდაიცვალა. გურამ თიკანაძის პრემია კი სპორტული ჟურნალისტიკისთვის გაწეული ღვაწლის აღიარებაა. რომ არა ბადრი კეთილაძე, ქართული სპორტული არქივი გაცილებით მწირი იქნებოდა… სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია კი ამაზეც ზრუნავს ბადრის არქივის გაციფრულებაზე მუშაობს…


ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
