დღე: მარტი 25, 2021

Home 2021 მარტი 25 (ხუთშაბათი)
ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩააგდო
ჩანაწერი

ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩააგდო

მორის ყვითელაშვილმა, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, ძალიან სუსტად იასპარეზა და ფინალში რის ვაი-ვაგლახით გავიდა. 26 წლის სპორტრსმენი ყინულზე ბოლო, 33-ე ნომრად გავიდა, რაც ნიშნავდა, რომ წესით ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მსაჯებისგან 74.66 ქულა (37.63+37.03) დაიმსახურა, რაც 21-ე შედეგი აღმოჩნდა. ფინალურ ჯგუფში კი მაინც მოხვდა, [...]

არ იტირო
ჩანაწერი

არ იტირო

25 მარტს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და გვარიანი სენსაციებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი არის ნიდერლანდების ნაკრების მარცხი (2:4) თურქეთში. წაგებაც არის, და წაგებაც – ასეთი უსახური და უფანტაზიო ნიდერლანდები არ გვინახავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური მაინც მშვიდად არის. „მწარე მარცხია, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ეს მხოლოდ შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი [...]

მესამე ოპერაცია?
ჩანაწერი

მესამე ოპერაცია?

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის. ფატის მენისკის პრობლემა აქვს. ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს [...]

ვასკესს ბაიერნი უახლოვდება
ჩანაწერი

ვასკესს ბაიერნი უახლოვდება

ესპანური გამოცემა AS ავრცელებს ცნობას, რომ 29 წლის მადრიდელი ლუკას ვასკესით მიუნხენის „ბაიერნია” დაინტერესებული. ვასკესს „რეალთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაუდის. მეტიც, გაზეთი წერს, რომ მხარეები უკვე ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და საერთო ენაც გამონახეს. იმას, რომ AS-ის ინფორმაცია მართალია, გვაფიქრებინებს ისიც, რომ ვასკესი „რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, დრო კი აღარ ითმენს. ამბობენ, რომ [...]