საქართველოს დელეგაციამ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე დღის ორ წონით კატეგორიაში სამი მედალი კი ირგუნა, მაგრამ სამივე ბრინჯაოსი. 73 კილოგრამ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, კოსოვოელი...
