მაიამის საჩოგბურთო სუპერტურნიზე ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქემ, გერმანელმა ალექსანდ ზვერევმა ATP-ს ხემძღვანელობა გააკრიტიკა და მათი საქციელი მოთამაშეთა მიმართ ეჭვქვეშ დააყენა. „ისინი მხოლოდ ორგანიზატორებზე ფიქრობენ, რათა მათი ფინანსური მხარე იყოს მოწესრიგებული. ATP-ს ნაკლებად აინტერესებს პროფესიონალი ჩოგბურთელების აზრი და მათ პრიორიტეტად არ მიიჩნევს. ეს სირცხვილია, რადგან ATP ახლოს უნდა იყოს სპორტამენებთან. მაგალითად, გვქონდა წინადადება, რომ რამდენიმე ტურნირი...
ჭდე: ATP
ნიკა, წასულიყავი ამერიკაში…
პოლონელმა მეჩოგნე ჰუბერტ ჰურკაჩმა, ვინაც სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია, ამერიკული დელრეი-ბიჩის ტურნირი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ATP-250 კატეგორიისა იყო, ეგებ არც გაგვიმახვილებინა ყურადღება, რომ არა რამდენიმე ფაქტორი: – ჰუბერტი პირველი პოლონელია, ვინაც დელრეი-ბიჩში იმარჯვა. – მან მთელი ტურნირი ისე განვლო, სეტიც არ წაუგია. – ტურნირის ბადეში გამარჯვებულს არც ერთი მეტოქე არ გადაყრია მსოფლიო...
სინერის კვირა
იტალიელი იანიკ სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2001 წელს და ზემოთ დაბადებულთა შორის, ვინც ATP-ს ტურნირი მოიგო. ATP-ს გამარჯვებულთა შორის სინერი ასევე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია ბოლო 12 წლის მანძილზე. ბოლო, ვინც ტიტული ახალგაზრდა ასაკში მოიგო იაპონელი კეი ნიშიკორი იყო, რომელმაც ეს 18 წლისამ გაახერხა. 19 წლის სინერმა კი, სოფიაში გამართული ტურნირის ფინალში კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 6:4,...
ბასილაშვილი მეთერთმეტედ დამარცხდა
სოფიაში მიმდინარე ATP-ს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი საწყის ეტაპზე შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუსლერს დაუპირისპირდა და 150-ე ჩოგანთან 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი უშანსოდ წააგო – 1:6. მეორეში თანაბარი ბრძოლა იყო, 4:4 ისე გახდა, რომ ჩოგბურთელებს არ შექმნიათ. აქ ბასილაშვილმა ჯერ თავისი, შემდეგ კი მეტოქის მოწოდება აიღო და სეტი 6:4 მოიგო. მესამე სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე...
რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?
საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება. ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ...
US open ქულების გარეშე
აშშ-ის ღია პირველობის გამართვასთან და ტურის განახლებასთან დაკავშირებით ATP-მა მორიფი ვიდეოკონფერენცია გამართა. ზოგიერთმა ჩოგბურთელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იქნებ ღირდეს, სარეიტინგო ქულები არ დაირიცხოს არამხოლოდ ამ ტურნირზე, არამედ ტურის შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში (2021 წლის მარტამდე). არგუმენტი: აშშ-ის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გაიმართება, წყვილთა თანრიგი კი 64-დან 24 წყვილამდე შემცირდება, რაც დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს ტურნირზე მოხვედრის...
ნოლე არ ნებდება
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 22 მაისს 33 წლის გახდება. სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „ნოლე“ არ გამორიცხავს, რომ ჩოგნის პროფესიონალურ დონეზე ქნევა 40 წლამდე გააგრძელოს. თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის ATP-ს ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი 41 წლის ივო კარლოვიჩია, ჰოდა, ჯოკოვიჩის ეს განცხადებაც, აბა, რა გასაკვირია?! „ნამდვილად მინდა კიდევ დიდხაბს ვითამაშო, თუმც იმისთვისაც მზად ვარ, რომ...
ჩოგბურთის პირველი მერცხლები
12 მარტის შემდეგ პირველი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც ATP-ს მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, გერმანიაში დაიწყო, თუმცა, განსხვავებული წესებით – მატჩებს მაყურებელი არ ესწრება, ასევე არ არიან ხაზის მსაჯები და ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნები. კობლენცში მიმდინარე შეჯიბრში 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს 100-ეულში არ შედიან. მათ შორის არის დასტინ ბრაუნი, ვისაც უიმბლდონზე თვით რაფა ნადალი დაუმარცხებია. ყოველი მატჩის შემდეგ...
სულ ქვევით, ქვევით…
ჩოგბურთში არც ისე იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15-17 წუთის მანძილზე ერთი გეიმი გაგრძელებულა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი მოახერხა და ამ დროში საერთოდ სეტი წააგო. თან ფიქრობთ, მეორე პარტიაში გაბრაზდა ეს რა დამემართაო და მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია? არა, ისიც დაახლოებით იმავე დროში წააგო და ჯამში ისე გამოვიდა, რომ იან ლენარდ-შტრუფს ერთ საფეხბურთო ტაიმზე ნაკლები დასჭირდა, ჩვენებურისთვის...
საქველმოქმედო ჯარიმა
ავსტრალიაში ხანძრები ისევ ბობოქრობს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ალმოდებულ კონტინენტს. ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ATP -ის თასის გათამაშებაში მოწოდებულ თითოეულ ეისზე 100 დოლარს გადარიცხავენ ხანძრებთან ბრძოლის ფონდში. ამ სახის ქველმოქმედებაში შეძლებისდაგვარი წვლილი ქართველმა ჩოგბურთელებმაც შეიტანეს, თუმცა უფრო შორს წავიდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი: “მივფრინავ ულამაზეს ავსტრალიაში და გული მიკვდება ახალი ამბების კითხვისას, როცა წარმოვიდგენ, რა...









