მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 22 მაისს 33 წლის გახდება. სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „ნოლე“ არ გამორიცხავს, რომ ჩოგნის პროფესიონალურ დონეზე ქნევა 40 წლამდე გააგრძელოს.
თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის ATP-ს ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი 41 წლის ივო კარლოვიჩია, ჰოდა, ჯოკოვიჩის ეს განცხადებაც, აბა, რა გასაკვირია?!
„ნამდვილად მინდა კიდევ დიდხაბს ვითამაშო, თუმც იმისთვისაც მზად ვარ, რომ ძველებური ინტენსივობით ვეღარ ვითამაშებ. ცხადია, რთული იქნება ამდენი მატჩის გამართვა და ტურნირიდან ტურნირის მოლოდინში მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. მალე მკვეთრად შევამცირებ ტურნირებზე გამოსვლას. შემიძლია 40 წლამდე ვითამაშო. აქედან გამომდინარე ფოკუსირება დიდ ტურნირებზე უნდა გავაკეთო. ვითამაშენ ისეთ კორტებზეც, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ ვცნობ შესაძლებლობების ზღვარს. მიზანი დასახული მაქვს, თუმც მოტივაციას მხოლოდ რეკორდები არ მაძლევს – პირველ ყოვლისა მიზნები ჩემს პირადულ ზრდასთან არის დაკავშირებული“, – თქვა „ნოლემ“.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
