„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის...
ჭდე: დანი ოლმო
გიუნდოგანი ბარსელონაში დარჩება
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კატალონიურ გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაინტერესებულია ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონის და კატალონიელთა აღზრდილის, დანი ოლმოს „ლაიფციგიდან“ ტრანსფერით. 33 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ დატოვებაზე არ ფიქრობს და კლუბში კონტრაქტის დასრულება სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიუნდოგანი შესაძლოა ყატარულ „ალ-სადში“ გადასულიყო. შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი...
როგორ გადაასწრო კუნდეს ავტოგოლით ოლმომ მიქაუტაძეს?
AS წერს, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა ნახევარფინალი ესპანელებმა ცუდად დაიწყეს. პირველი გოლი მე-9 წუთზე ფრანგმა კოლო მუანიმ გაიტანა, მაგრამ 12 წუთში ლამინე იამალმა ფენომენალური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში (გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე), კიდევ 4 წუთის შემდეგ კი დანი ოლმომ ასხლეტილი ბურთი იხელთა, შესანიშნავად დაამუშავა და დაარტყა. ბურთი სავარაუდოდ მიზანს სცდებოდა მაგრამ ფრანგი...
უცნაური ესპანელი, რომელმაც საქართველოს ბოლოწამს მოუგო
დანი ოლმომ კვირას, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ, მან მატჩის ბოლოს, მსაჯის მეორე წამატებულ წუთზე, შორიდან დაარტყა და „ლა როხას” გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ წარმატებამ, ოლმოს მიმართ ინტერესი საქართველოში კი არა, თავად ესპანეთშიც გააღვივა, რადგან… სამშობლოში მისი თამაში დიდად არ უნახავთ. საქმე ის არის, რომ ოლმო 22 წლისაა, ქვეყნიდან კი 2014...
მარკა: ამ დროისთვის თამაში დანის პირზე მიდიოდა…
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, ფიფას 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის ბოლოს, მეორე წამატებულ წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან დრამატული გამარჯვება მოუტანა. სანამ ოლმო გაიტანდა და იმედს გადაარჩენდა, ესპანეთი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე 1:1-კენ მიდიოდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველებმა გახსნეს,...
დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის
„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ. გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და...





