
„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის წყალობით კატალონიელებმა ფლეი-ოფში გაინაღდეს ადგილი. ბოლო ტურში, 29 იანვარს ისინი „ატალანტას’’ მასპინძლობენ. მოსალოდნელია, რომ ფლიკი „ვალენსიასთან’’ შემადგენლობას შეცვლის.
„მუნდო დეპორტივო’’ წერს, რომ ოლმომ „ბარსელონას’’ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას მყესი აწუხებს. ფლიკი იმედოვნებს, რომ ნახევარმცველს „ატალანტასთან’’ ან მომდევნო ტურში „ალავესთან’’ მაინც ათამაშებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ოლმოს ბიუროკრატული ხასიათის პრობლემა ჰქონდა – „ბარსელონა’’ მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ლა ლიგაში ვერ არეგისტრირებდა. საბედნიეროდ პრობლემა მოგვარდა.
არც 6 თებერვლის სათასო მეოთხედფინალური მატჩია უმნიშვნელო – „ბარსა’’ კვლავ „ვალენსიას’’ ხვდება, ოღონდ ამჯერად სტუმრად.
ამრიგად, ოლმო მზად არ არის, ინიგო მარტინესი კვლავ ვერ ითამაშებს… „ბაიერნის’’ ყოფილი თავკაცი დიდი ალბათობით შეცვლის მეკარეს: ვოიცეხ შჩესნის ნაცვლად ინიაკი პენიას ათამაშებს, ვინაიდან პოლონელმა ლისაბონში უხეში შეცდომები დაუშვა.
ნოემბრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა პირველად ითამაშოს ფრენკი დე იონგმაც. მწვრთნელმა შეიძლება გავი ან მარკ კასადო დაასვენოს. კასადოს 2024-25 წლების სეზონში 20 შეხვედრიდან ჩვიდმეტში აქვს მონაწიეობა მიღებული, რომელთაგან თხუთმეტში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
