„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კატალონიურ გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაინტერესებულია ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონის და კატალონიელთა აღზრდილის, დანი ოლმოს „ლაიფციგიდან“ ტრანსფერით.
33 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ დატოვებაზე არ ფიქრობს და კლუბში კონტრაქტის დასრულება სურს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიუნდოგანი შესაძლოა ყატარულ „ალ-სადში“ გადასულიყო.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
