მხიარული და უშუალო კაცი ჩანს ვილი სანიოლი. მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისი მაინცდამაინც დელიკატურიც არ იყო და ხანდახან აღრენილი საუბრობდა, ხანდახან – ხისტადაც. სანიოლი იღიმის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ.
სახალისო ამბავი მოხდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე… ერთერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მუსიე ვილის კითხვა ფრანგულად დაუსვა. ცხადია, მშობლიური ენის გაგონება გაუხარდა და ღიმილით შეხვდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ სკამს დაუბრუნდა და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო, სანიოლი კიდევ უფრო გაოცდა – ესპანელს ლეპტოპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ლოგო ჰქონდა მიკრული, გუნდის, რომელშიც სანიოლი წლების მანძილზე თამაშობდა.
ვილიმ შეაქო – გემოვნებიანი კაცი ჩანხარო…
ჩვენც შევაქოთ ვილი, კარგი კაცი ჩანს, იმედია არც მერე შევიცვლით პირველ შთაბეჭდილებას…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
