„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესი პირობას დებს, რომ თუ „ლა როხა” ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ის თავს გადაიხოტრავს. „თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით თავს გადავიპარსავ ან პარიკმახერს ვეტყვი რაღაც სხვა ჩამიტაროს, — თქვა ესპანელმა მსოფლიოში უპრეცედენტო ზამთრის მუნდიალის წინ, — ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის წევრებსაც ძალიან გვინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ....
ჭდე: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი
ფრანგები ყატარში პოგბას გარეშე წავლენ…
საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა რაფაელ პიმენტამ Téléfoot-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. “პოლს დიდი სურვილი ჰქონდა, მალე გამოჯანმრთელებულიყო და გუნდს და ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ასე რომ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, პოგბა...
მესის ბოლო მუნდიალი
ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა. „ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”. „ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან...
ბონეკისთვის ის კვარადონაა
ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, უეფას ვიცე პრეზიდენტმა, „იუვენტუსისა” და „რომას” ვეტერანმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-ს ეთერში სერია A-ს უკვე ჩატარებულ მონაკვეთზე ილაპარაკა. ინტერვიუში ის ისეთ ანომალიასაც შეეხო, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემოდგომაზე ჩატარებაა. უპირველეს ყოვლისა ბონეკმა ლიდერი „ნაპოლი” შეაქო. მან „აძურის” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. „გასულ ზაფხულს ნეაპოლელი მეგობრები ცოტა არ იყოს შეწუხებულები იყვნენ, რადგან ბევრი ფეხბურთელი...
ვან დაიკი: მის ასაკში ამ დონესთან ახლოსაც არ ვიყავი
31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია. ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი...
სანი: ინგლისი სან სიროზე ყარდა
ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან 0:1 წააგო და ერთა A ლიგიდან B ლიგაში გავარდა. იქ, სადაც მომავალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები გამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ინგლისი შეიძლება თანაჯგუფელებიც კი გავხდეთ. მაგრამ, მანამდე დიდი დროა. ინგლისელებს ჯერ ახლანდელმა იმედგაცრუებამ და მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის შიშმა უნდა გაუაროთ. აგერ, რას კითხულობს „სანი”: კიდევ მოუთმენლად ელოდებით მსოფლიოს ჩემპიონატს? აკრავთ...
ეს დაუსრულებელი კორონა
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებენ. „დეილი მეილის” ცნობით იმ 26 ფეხბურთელიდან, რომლებიც შემოდგომაზე საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების განაცხადში უნდა შეიყვანოს, ბევრი ჯერაც აუცრელია. შესაბამისად, ამჟამინდელი რეგულაციების მიხედვით, ნოემბერში, როდესაც ისინი ყატარში ჩავლენ, ხუთი დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ინგლისის ნაკრებს პირველი შეხვედრა...
თვალში ლაზერი, თავში საგნები
მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო...
კეინი წინაპრებს დაერია
ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების 94 წლიანი რეკორდი დაამხო — ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 16 სანაკრებო გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ეს სან მარინოს კარში ოთხი გოლის შეგდებით მოახერხა. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში სან მარინოს მისავე მოედანზე 10:0 მოუგეს და „ყატარი 2022“-ის საგზური მოიპოვეს. ჯგუფში მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა. ხსენებულ...
საბერძნეთის და კოსოვოს პროქართული შედეგი
კოსოვოში 2:1 და შინ, შვედეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფის ცხრილში ბევრი ვეღარაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ბერძენთა და კოსოვართა ბოლო ტურის დაპირისპირების სამი შესაძლო შედეგიდან ყველაზე სასიამოვნო ალბათ სწორედ ფრე უნდა ყოფილიყო. საბერძნეთს რომ მოეგო, 12 ქულას მოაგროვებდა და 7 ქულიან საქართველოს საგრძნობლად გაუსწრებდა. კოსოვოს რომ მოეგო, მასაც 7 ქულა...









