ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა.
„ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”.
„ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან 5 საგოლე პასი შეასრულა. ყველაზე ახლოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ის 2014 წელს იყო, როდესაც დამატებით დროში მარიო გიოტცეს გოლმა თასი გერმანიის ნაკრებს მოუტანა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ერთადერთი დიდი ტიტულია, რომელიც მესიმ ჯერჯერობით ვერ მოიპოვა. ლეო და არგენტინის ნაკრები ყატარში კოპა ამერიკას გამარჯვებულის სტატუსით ჩადიან. ეს ჯილდო „ალბისელესტემ” ბოლოს მოიგო, როდესაც ფინალში ბრაზილია დაამარცხა 1:0.
რაც შეეხება ვეტერანის საკლუბო ცხოვრებას, აქ მომავალი ბუნდოვანებით არის მოცული. დაირხა ჭორი, თითქოს ის „პარი სენ ჟერმენიდან” „ბარსელონაში” აპირებს დაბრუნებას.
გასული სეზონი არგენტინელმა ჩვეული ბრწყინვალებით ვერ ჩაატარა, წლეულს კი უკვე 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი ჩააწოდა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 2016 წელს, კოპა ამერიკას ფინალში ზედიზედ მესამე წაგების შემდეგაც გამოაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა, მაგრამ დაბრუნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
