ვიქტორ ოსიმენი მამა გახდა. გუშინ მან „ნაპოლის” ვარჯიში გამოტოვა, რითაც ყურადღება მიიპყრო. დაიწყეს მარჩიელობა, გაჩნდა ეჭვი, რომ მას კვლავ ტრავმა გაუმიზეზდა. ამ ჭორების ჩასაცხრობად „ნაპოლიმ” გაავრცელა ცნობა, რომ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვარჯიში პირადი მიზეზის გამო გამოტოვა, მაგრამ თავიდან არ დაუზუსტებია, კერძოდ რაზე იყო ლაპარაკი.
მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გაირკვა, რომ 23 წლის ნიგერიელს ქალიშვილი შეეძინა. მისთვის სასიხარულოა ისიც, რომ გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის და კვირას კრემონეს „ჯოვანი ძინის” სტადიონზე თამაშის დიდი შანსი აქვს.
ოსიმენს ლუჩანო სპალეტის გუნდში 7 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბოლოს ის „ლივერპულთან” 4:1 გამარჯვების დღეს გავიდა მოედანზე, მაგრამ უკვე აწუხებდა ტრავმა და მატჩი ვერ ჩაამთავრა. მას მარჯვენა ფეხის ორთავა კუნთზე მოუხდა მკურნალობა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
