მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა შვედეთის ნაკრებმა წააგო: საქართველოსთან 0:2 და ესპანეთთან 0:1. შედეგად, გუნდი რომელიც ამ მატჩებამდე B ჯგუფის ლიდერი იყო, მეორე ადგილზე გავიდა და იმისათვის, რომ გაისად ყატარში მოხვდეს, ახლა ფლეი-ოფი აქვს გადასალახი. შვედების ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სევილიაში ესპანეთთან წაგების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ....
ჭდე: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი
ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის
ალვარო მორატას მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლმა ესპანეთს შვედეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (1:0), რის შედეგადაც „ლა როხამ“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სევილიის „ესტადიო ლა კარტუხაზე“ B ჯგუფის ზედა ორი ადგილი ასე განაწილდა: პირველზე 19 ქულით ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი 15 ქულით შვედეთი. შვედებს ყატარში მოსახვედრად ფლეი-ოფში გამარჯვება მოუწვევთ. შეხვედრა ნერვიულად მიმდინარებდა და...
ჟორჟინიომ გააფრინა… ბურთი ცაში
იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ წარმოშობით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების C ჯგუფის შეხვედრის მიწურულს პენალტიდან ბურთი შვეიცარიელთა კარის ხარიხას ააცილა, რის შედეგადაც ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთ გუნდსაც დარჩა და მეორესაც. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, როგორც იტალიას, ასევე შვეიცარიას 7 თამაშიდან 15 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ამ ეტაპზე...
სიტყვა ფრე არ გავიგონო!
ვინაიდან საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვების სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, ერთხელაც გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფს, სადაც შვედებს საქმე გაურთულდათ და კვირას სევილიაში ესპანეთის დამარცხება სჭირდებათ. თუ ვერ მოიგებენ, პირველ ადგილზე ესპანეთი გავა და „ყატარი 2022“-ის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს, სკანდინავიელებს კი დამატებითი წვალება მოუწევთ. ფრე ესპანელებისაა. იმ დღეს, როდესაც საქართველომ შვედეთს აჯობა (2:0), „ლა...
ზლატანი ჯიბეში ჩაისვა
ცალი ხელის თითებიც ეყოფა ჩვენი ნაკრების იმ მატჩების ჩამოთვლას, რომლებმაც მსგავსი ემოცია გვაჩუქა. შვედები აშკარად ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ, მაგრამ თავის ზლატანიანად ნირწამხდარებმა დატოვეს ბათუმი. განა რამე რადიკალური მიხდა ჩვენს გუნდში – უბრალოდ, ყველამ ბოლო წამამდე იომა და აღმოვაჩინეთ, რომ შეგვძლებია. ახლა ამ ნაპერწკალს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. კიდევ ერთი: მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 40 წლის...
კვირას სევილიაში ჯოჯოხეთს ველით
პაბლო სარაბიას მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ესპანეთის ნაკრებს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულა მოუტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა საბერძნეთს 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ტურში ესპანელები სევილიაში შვედებს უმასპინძლებენ. გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება „ყატარი 2022“-ზე. „ლა როხას“ ფრეც ყოფნის. არადა, აქამდე B ჯგუფის ცხრილს შვედები...
გავაფუჭეთ!!!
იტალია, შოტლანდია და ახლა უკვე შვედეთი. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელსაც დიდ ტურნირზე მოხვედრა პრობლემად ვუქციეთ და საქმე გავუფუჭეთ. ახლა სკანდინავიელებმა ესპანეთს სტუმრად უნდა მოუგონ, ანაც ფლეი-ოფის გზით იწვალონ მუნდიალზე მოსახვედრად. არადა, დღეს დავწერეთ წინათქმაში, თუ ვერაფერს ვაკეთებთ, გავაფუჭოთ მაინცო. და ახდა… საქართველოს ნაკრებს მსგავსი გამონათებები აქვს, თუმცა – იშვიათად. დღეს სწორედ ეს დღე იყო...
ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად მოუგო 2:0 და ვინაიდან საბერძნეთმა შვედეთს 2:1 აჯობა, ცხრილში ლაღად ლიდერობს, თუმცა კონკურენტზე ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ესპანელთა გოლები გაიტანეს პაბლო ფორნალსმა და ფერან ტორესმა. შედეგად, სექტემბრის სამ თამაშში „ლა როხამ“ 9 შესაძლებლიდან 6 ქულა შეიმატა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული...
ბერძნები ბრძოლას არ ეთიშებიან
საბერძნეთს შვედეთთან გამარჯვება სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერძნების შანსს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრილიყვნენ, ქარი წაიღებდა. და მათ ეს შეძლეს. ათენში მასპინძლებმა 2:1 აჯობეს შვედებს, რომლებისთვისაც ეს მიმდინარე წელიწადს მეოთხე წაგება იყო. მოგეხსენებათ, ლაპარაკია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფზე, რომელსაც ესპანეთი ლიდერობს, ცხრილის მაჩანჩალა კი საქართველოა, რომელმაც თავისი ერთადერთი ქულა სწორედ...
გადავლილი სამეზობლო
ვერ არის სამეზობლოში კარგი ამბები. საქართველომ ესპანეთთან 0:4 წააგო, სომხეთმა გერმანიასთან 0:6, აზერბაიჯანმა პორტუგალიასთან 0:3 და აგერ, ესტაფეტა თურქეთმაც გადაიბარა — ნიდერლანდებთან სტუმრად 1:6 დამარცხდა. G ჯგუფში, სადაც ეს ორი გუნდი გამოდის, მგდომარეობა ასეთი გახლდათ: გამარჯვებული ცხრილის სათავეში ექცეოდა. ფრეც თურქებს აძლევთ ხელს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ლუის ვან გაალმა ექსპერიმენტები და თავის საყვარელ 4-3-3-ს დაუბრუნდა....









