საქართველოს ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანი ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი – თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რთულია, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მთავარი ჯანმრთელობაა. ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება. ფანტასტიკური დრო გავატარე „კოპენჰაგენში“. შევიძინე მეგობრები, მივიღე დიდი გამოცდილება, ჩამომიყალიბდა...
ჭდე: დავით ხოჭოლავა
კვარა მადრიდში მიდის…
მონაკოში, 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშები წისლიყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე “შახტარი“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“). იტალიის ჩემპიონი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მადრიდის „რეალი“, პორტუაგლის „ბრაგა“ და ბერლინის „უნიონი“ იქნებიან. გოჩოლეიშცილისა და აზაროვის...
ნაკრებისთვის ტრავმირებული დანიური გუნდის ძირითადში…
28 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევ ციკლს ბათუმში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით იწყებს. ამ თამაშისთვის ვილი სანიოლმა შემადგენლობა დასახელა, მაგრამ 18 მარტს განაცხადში პირველი ცვლილება მოხდა – საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდზე (www.nakrebi.ge) ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა. მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას, მუხლის ტრავმის გამო, დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული...
სანიოლმა 17 წლის ბიჭი მიიწვია
საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან შეხვედრით დაიწყებს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, მაგრამ მასში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე მოხდა – ნაკრებს ტრავმის გამო დანიური „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, მის ნაცვლად სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი მამუკა...
დავით ხოჭოლავას უიღბლო დღე
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „სევილიამ” შინ 3:0 დაამარცხა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი”, თუმცა ანგარიში ძალთა შორის განსხვავებას ობიექტურად ვერ ასახავს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დანიელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი მასპინძელთა კარის ძელს და შეხვედრის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ესპანურ გუნდს თვალისმომჭრელი უპირატესობა ნამდვილად არ ჰქონია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველს, მან...
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-2023 წლების ჯგუფური ეტაპი დაასრულა, ჩვენი ნაკრები ჯგუფის გამარჯვებული გახდა და მომავალ გათამაშებაში B ლიგაში დაწინაურდა. ამას გარდა ერთა ლიგის ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და 2024 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატზე მოსახევდრად იბრძოლებს. გთავაზობთ ნაკრების ფეხბურთელების სტატისტიკას, რომელიც UEFA.COM-ზე გამოქვეყნდა. საერთო სტატიტიკა თამაში 6 მოგება 5, ფრე 1, წაგება 0...
ხვიჩა – 35 000 000!
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გაზარდა – ასეთი შეფასება აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. კვარაცხელიას გარდა, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილის ფასიც გაახლდა და ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. სხვა ქართველი ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ფასი (მლნ ევრო) ასეთია: საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი –...
ხოჭოლავას პირველი ქულა
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს” ჩემპიონთა ლიგაში შინ აგერ უკვე ოთხი თამაშია არ წაუგია. ეს ზოგადად, ძველიდან თუ დავითვლით. მიმდინარე გათამაშებაში კი წუხელ დანიელებმა „სევილიასთან” 0:0 ითამაშეს და G ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვეს. „კოპენჰაგენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის მერე წლეულს პირველად ითამაშა, ოღონდ ერთი კვირის წინ დორტმუნდში 0:3 წააგო, რასაც ზედ ფანების აყალ-მაყალი დაერთო და...
კვარა აიაქსთან და ლივერპულთან
სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენების „ნაპოლი“ და „კოპენჰაგენი“, რომელთა ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იცავენ, ლამის სიკვდილის ჯგუფებში მოხვდნენ: ნაპოლი A ჯგუფში მოხვდა „აიაქსთან“, „ლივერპულთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ითამაშებს, „კოპენჰაგენს“ კი პეპ „მანჩესტერ სიტი“, „სევილია“ და „დორტმუნდი“ ერგო. საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავის ყოფილ კლუბს,...
ხოჭოლავა 2 მილიონად
დონეცკის „შახტარი“ რომ დათანხმდა დანიურ „კოპენჰაგენს“ ქართველი ცენტრალური მცველის დავით ხოჭოლავას ტრანსფერზე, უკვე ცნობილი ამბავია. სიახლე კი ფინანსური დეტალებია, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. „კოპენჰაგენთან“ ხოჭოლავას კონტრაქტი 4-წლიანია. „შახტარი“ გარანტირებულ 2 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონის იმედი აქვს. შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა დონეცკურ გუნდში 2017 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და მას შემდეგ 83...









