როგორც მედიაში დაიწერა ხუთშაბათს, ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ლუკას ვასკესის გაცილებას „რეალის’’ მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაესწრო. თეთრების პირველ გუნდში გატარებული ათი წლის შემდეგ გარემარბი, რომელიც კარიერის მანძილზე მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა, კლუბს ჯილდოებითა და ტიტულებით დამძიმებული დაემშვიდობა. „რეალთან’’ ვასკესის გამომშვიდობება შვებულებების პერიოდს დაემთხვა. ფეხბურთელთაგან მხოლოდ ორმა შეწყვიტა დასვენება და ვეტერანისთვის ხელის ჩამოსართმევად ჩაფრინდა მადრიდს. ესენი იყვნენ ფრანგი...
ჭდე: ლუკას ვასკესი
ვასკესს ბაიერნი უახლოვდება
ესპანური გამოცემა AS ავრცელებს ცნობას, რომ 29 წლის მადრიდელი ლუკას ვასკესით მიუნხენის „ბაიერნია” დაინტერესებული. ვასკესს „რეალთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაუდის. მეტიც, გაზეთი წერს, რომ მხარეები უკვე ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და საერთო ენაც გამონახეს. იმას, რომ AS-ის ინფორმაცია მართალია, გვაფიქრებინებს ისიც, რომ ვასკესი „რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, დრო კი აღარ ითმენს. ამბობენ, რომ...
რამოსი და ვასკესი რეალს არ ჩქარობენ
დიდი ალბათობით, პსჟ-ში სერხიო რამოსის ტრანსფერი შედგება. ფრანგული მხარე 34 წლის ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ჩანს, ეს იმაზე მეტია, რაც მადრიდის „რეალის“ ახალ, ჯერაც ხელმოუწერელ ხელშეკრულებაში წერია. რამოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კაპიტანმა კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარიც კი არ...
ასენსიო ასენსიოს ემსგავსება
მარკო ასენსიო-ვილემსენი ძველებური ფორმის აღდგენის გზაზეა. არადა, ბევრს ეეჭვებოდა, რომ „რეალის” 24 წლის მამით ესპანელი და დედით ჰოლანდიელი შემტევი ამას შეძლებდა. ეგონათ, ასენსიო ისევე ჩაიკარგა, როგორც ბევრ იმედისმომცემ ახალგაზრდას მოსვლია. „რეალმა” 2021 წლის პირველ შეხვედრაში „სელტას” მოუგო — 2:0. ასენსიომ მეორე თავად გაიტანა, ხოლო პირველზე ლუკას ვასკესს ასისტენტობა გაუწია. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო...
მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ
„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
ვინ იხეირებს კრექსიტით
კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ ევროდ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. მადრიდელებს დააკლდათ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა: 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა. „თეთრების” გულშემატკივრებს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ გაიღო დიდძალი თანხა ოღონდ კი ვარსკვლავი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” დეკადა დაამშვენა, დაეტოვებინა. და მაინც, გაზეთ AS-ის თქმით „რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიელის წასვლით იხეირებენ....





