ერთა A1 ლიგაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:1 მოუგო და ფლეი ოფში გაინაღდა ადგილი. ეს გახლდათ ბოლო 22 საშინაო შეხვედრიდან პორტუგალიელთა მეოცე გამარჯვება. იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ზედიზედ მეოთხედ გასულიყო რობერტო მარტინესის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა სტუმრებს შავი დღე აყარეს. ამ მატჩში ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა...
ჭდე: პოლონეთის ნაკრები
ჟელინსკის ანგინა სჭირს
21 ნოემბერს პოლონეთის ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მაგრამ მასში „ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ანგინა სჭირს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება: „პიოტრ ჟელინსკიმ ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა. ის ავად არის, მას ანგინის დიაგნოზი დაუსვეს”. 17 ნოემბერს პოლონელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჩეხეთთან 1:1 ითამაშეს. ჟელინსკის ავადმყოფობის გამო არ უთამაშია. პოლონელებმა E...
ტატა მარტინო წავიდა
ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი...
თამაშობ რუსეთში? დარჩი რუსეთში!
მოსკოვის „სპარტაკის“ პოლონელ მცველს, მაცეი რიბუსს, ქვეყნის ნაკრებში აღარ გამოიძახებენ და შესაბამისად ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-ვერდი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩესლავ მიხნევიჩი, ესაუბრა 32 წლის ფეხბურთელს და აუხსნა, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების მიზეზი რუსულ კლუბში თამაშია. 11 ივნისს რიბუსმა, თავისუფალი...
პაულუ სოუზა კმაყოფილია
ევრო 2020-ის E ჯგუფის მეორე ტურში, პოლონეთის ნაკრებმა სევილიაში ესპანეთთან 1:1 ითამაშა, რითაც პოლონელთა პორტუგალიელი მწვრთნელი პაულუ სოუზა კმაყოფილი დარჩა. „გადამწყვეტი ჩვენი მენტალიტეტი იყო, — თქვა „ბენფიკას”, „სპორტინგის”, „იუვენტუსის”, „დორტმუნდის”, „ინტერის”, „პარმას”, „პანათინაიკოსისა” და „ესპანიოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, — მთავარი იყო ის ვაჟკაცობა, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. შესვენებამდე, ჩვენი ნახევარმცველები ძალიან უკან იდგნენ, პასიურები იყვნენ, ინტენსიურობა...
ლევანდოვსკი ოთხ კვირას იმკურნალებს
„ბაიერნი” სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მთავარი ვარსკვლავის, 32 წლის რობერტ ლევანდოვსკის გარეშე დარჩა. „რეკორდმაისტერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ოთხ კვირას გამოტოვებს. მიზეზი: ლევანდოვსკიმ ანდორასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში (3:0), მარჯვენა მუხლთან მყესი გაიჭიმა. 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ანდორელებს პირველი ორი გოლი გაუტანა, მე-60 წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. პოლონელი ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, ლევანდოვსკის...





