„მანჩესტერ სიტი” იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ჯეკ გრილიშს შეიძენს. „ქალაქელებს” თავდამსხმელი 100 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ. ამის შემდეგ, მანჩესტერელთა მორიგი ხარჯიანი სატრანსფერო ნაბიჯი ჰარი კეინის გადაბირება იქნება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ თუკი „სიტი” 25 წლის გრილიშის სანაცვლოდ „ასტონ ვილას” ზემოთ ნახსენებ ფასს გადაუხდის, პრემირლიგის ძველი რეკორდი (2016 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბა „იუვენტუსისგან” 89 მილიონ გირვანქად შეიძინა)...
ჭდე: ხალდუნ ალ მუბარაქი
აგუერო ძეგლად გადაიქცევა
ეს უკვე ოფიციალურია: სეზონის ბოლოს სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან” მიდის. 32 წლის არგენტინელი „ქალაქელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია — 384 შეხვედრაში 257 გოლი გაიტანა. აგუერო „სიტიში” 2011 წელს „ატლეტიკოდან” გადავიდა. მანჩესტერელებმა მადრიდელებს თავდამსხმელში 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და მისი დახმარებით ბევრი ტიტული მოიპოვეს, მათ შორის ოთხჯერ გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები. ახლა კი „ეტიჰედ სთედიუმზე” ახალი ერა...
მანჩესტერ სიტის ვარიანტები
თუკი პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში” აღარ დარჩება, „ქალაქელები” მის ადგილზე მაურისიო პოჩეტინოს მიყვანას შეეცდებიან. იმავდროულად, არგენტინელი მწვრთნელის სამსახურში აყვანა „ბარსელონასაც” სურს. კატალონიის დედაქალაქში კიკე სეტიენის თანამდებობიდან მოხსნა მომწიფდა და ახალი თავკაცის საკითხი დგას. და რა უნდა თავად პოჩეტინოს? მას, როგორც ამბობენ, ყველაფერს, ინგლისში მუშაობა და ცხოვრება ურჩევნია. აქამდე ხომ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა და პრემიერლიგას კარგად...
არავითარი სხვა გზა არ გააჩნია!
„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს. პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში...
რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?
პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. „გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და...




