იმ დღიდან, რაც „ბარსელონას” პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს, ესპანეთში ლაპარაკობენ, რომ ის „კამპ ნოუზე” ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს. დღეს, მსოფლიოში, თუკი მდიდარ კლუბებს ვინმეს ყიდვა სურთ, ეს „დორტმუნდის” 20 წლის თავდამსხმელია. ამასთან, „ბარსას” ქომაგები ლეო მესისა და ჰოლანდის წყვილიზე ოცნებობენ.
და აი, ESPN წერს, რომ „დორტმუნდმა” ჰოლანდს ფასი დაადო — 180 მილიონი ევრო. კორონაპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი ეს ნებისმიერი მდიდარი კლუბისთვის ძვირია.
„დორტმუნდმა” აგრეთვე განაცხადა, რომ ჰოლანდმა საკომისიოს სახით აგენტების ჯგუფს თავად უნდა გადაუხადოს 20 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის ყიდვა „ბარსელონას” გარდა უნდათ „რეალს”, „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედს” და სხვა კლუბებს.
თუკი ლაპორტას ნორვეგიელი ახალგაზრდის შეძენა ნამდვილად სურს, მას ფულის საშოვნელად ახლანდელი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
