მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 584 055 დოლარი) პირველივე რაუნდში ეკატერინე გორგოძე უკრაინელ ანჰელინა კალინინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 2:6; 6:3; 3:6. მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ჩოგბურთელი მეტოქის ჩაწოდებაზე უკეთ თამაშობდა, ვიდრე – საკუთარზე. თუმცა, 25 წლის უკრაინელმა 5 წლით უფროს მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა...
ჭდე: მაიამის მასტერსი
ბასილაშვილმა მაიამიში დაიწყო და დაამთავრა
მაიამის პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში დასვენებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედ მატიას იმერთან ვერაფერი გააწყო და სამ სეტში დამარცხდა – 3:6, 6:4, 4:6. შეცდომებით სავსე მატჩი ითამაშა ბასილაშვილმა. კი, ჰქონდა კარგი მომენტები და ბრეიკებიც უხვად შეუასრულა, მაგრამ უფრო მეტი იმერს გაატანა. პირველ სეტში ნიკოლოზმა ორჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, სამაგიეროდ სამჯერ დათმო და ჩამორჩა. მეორე სეტში ბასილაშვილმა გაათანაბრა....
ნიკა, მონრეალი, ცინცინატი…
საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის...


