ინგლისური ფეხბურთის „დიდი ექვსეული” ევროპის სუპერლიგას გამოეთიშა, მაგრამ მაინც რეფორმატორულ განწყობაზეა. ახლა მათ პრემიერლიგის გარდაქმნა უნდათ. ის, რაც დღეს გვაქვს, გაუმჯობესებას საჭიროებსო. იდეა ასეთია: გადაიბირონ „რეინჯერსი” და „სელტიკი”. ანუ, შეიქმნას ბრიტანული ლიგა, რომელშიც პრემიერლიგის კლუბებს ორი შოტლანდიური გიგანტი შეემატება. ეს წინადადება ევროპის სუპერლიგის იდეაზე რეალისტური ჩანს, რადგან ჯერ ერთი რეფორმა ერთი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში...
ჭდე: სელტიკი
დემბელემ ვარჯიშის დროს გონება დაკარგა
„სელტიკის”, „ფულემისა” და „ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ფრანგი მუსა დემბელე, რომელიც ამჟამად „ლიონს” „ატლეტიკოში” ჰყავს იჯარით გასხვისებული, მადრიდული კლუბის ვარჯიშზე უგონოდ დაეზღერთა. ეს უსიამოვნო კადრი ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ. დემდელემ გონება მაშინ დაკარგა, როდესაც გუნდი სერიოზულ ვარჯიშებზე ჯერ არ იყო გადასული, კუნთებს ახურებდა. ინციდენტის შემდეგ, თავდამსხმელის ჯანმრთელობას ექიმები ზედმიწევნით აკვირდებიან. დღეს, მან „ატლეტიკოს” სამედიცინო ცენტრში...
გაგიჩერებთ, ჩადიხართ!
შეიძლება ისეც მოხდეს, შოტლანდიის ახლახანს დაწყებული ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. ამ უკიდურესი ზომით შოტლანდიის ხელისუფლება დაიმუქრა, მიზეზი კი „სელტიკის“ მცველი ბოლი-ბოლინგოლი მბომბოა. საქმე იმაშია, რომ „კილმარნოკთან“ მეორე ტურში 1:1 დასრულებულიმატჩის შემდეგ დაუკითხავად გაემგზავრა ესპანეთში და იქიდან კორონავირუსით დაბრუნდა. მანამდე კარანტინის წესები უხეშად დაარღვია „აბერდინის“ 8 მოთამაშემ – მატჩის წინა საღამო პაბში გაატარეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა....
ლარი ბერდი რასიზმით გასვარეს
კარგი სპორტსმენობა სულაც არ არის ადამიანის მაღალი ინტელექტის ან უბრალოდ გონიერების გარანტია. ამერიკული NBA-ის „ვაშინგტონ ვიზარდსის“ 31 წლის წევრმა აიზია ტომასმა განაცხადა, ლარი ბერდი ტიტულებს მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ თეთრკანიანი იყოო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ვისაც ლარი ბერდის თამაში არ ახსოვს, მშრალ სტატისტიკას შევახსენებ: „სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, ასევე სამჯერ მიიჩნიეს რეგულატული სეზონის,...
შოტლანდიაც შეწყდა
მიმდინარე სეზონი აღარც შოტლანდიაში დასრულდება. ამის შესახებ ნაციონალურმა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიგასა და მასში შემავალი კლუბების ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის შედეგად შეთანხმდნენ. დადგინდა, რომ 2019-2020 წლის სეზონის ჩამთავრება შეუძლებელია და პირველობა ვადამდე შეწდა. საბოლოო შედეგები კი, სატურნირო ცხრილში სადღეისო მაჩვენებლით გამოიყვანეს. ასე და ამგვარად, ჩემპიონი „სელტიკი“ გახდა, რომელმაც 13 ქულით გაასწრო...
ვინ დაეჯახა პოლიციელს?
„კოპენჰაგენმა” პეპ ბიელის გოლი ისე იზეიმა, რომ გლაზგოს პოლიციას ერთხანს დაამახსოვრდება. აქვე ვთქვათ, რომ დანიის გუნდმა „სელტიკს” სტუმრად 3:1 მოუგო, რასაც არავინ ელოდა. ორი თამაშის ჯამში კონტინენტელებმა კუნძულელებს 4:2 აჯობეს და ევროლიგის მერვედფინალში გავიდნენ. ანგარიში ჩილელმა მაიკლ სანტოსმა გახსნა, მაგრამ თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე, მასპინძელმა ოდსონ ედუარდმა გაქვითა. და აი, ორ წუთში, სწორედ ამას მოჰყვა პეპ ბიელის...
ხულიგანი პოლიციელები
ესპანური პოლიციისა და ბრიტანელ ფანთა ბრძოლები გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანეთში ბრიტანელებს პოლიცია სცემს. ეს ამბავი ამჯერად ვალენსიაში მოხდა, სადაც „სელტიკის” გულშემატკივრები არიან ჩასულები. როგორც ინგლისური მედია წერს, მათ ხელკეტებითაც გაუმასპინძლდნენ და არც რეზინის ტყვიები დააკლეს. „ვალენსია” და „სელტიკი” დღეს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს. სმარტფონების ეპოქაში შეტაკებების ამსახველი ფოტოები...
მიდი ჯეკ! დეფოც მოვიდა!
38 წლის მწვრთნელმა 36 წლის და 34 წლის ფეხბურთელები ითხოვა წელიწადნახევრით. მწვრთნელი გახლავთ სტივენ ჯერარდი, ფეხბურთელები კი ინგლისელი ჯერმენ დეფო „ბორნმუთიდან“ და ჩრდილოირლანდიელი სტივენ დევისი „საუთჰემპტონიდან“. ჯერარდი გასული ივნისიდან გლაზგოს „რეინჯერსის“ თავკაცია და „სელტიკთან“ საჩემპიონო ჯაჯგურში ყოჩაღი ბიჭები სჭირდება. დეფოს ოცწლიან კარიერაში 273 გოლი გაუტანია და ჯერ ისე არ დაბერებულა, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში რამე არ...






