„კოპენჰაგენმა” პეპ ბიელის გოლი ისე იზეიმა, რომ გლაზგოს პოლიციას ერთხანს დაამახსოვრდება. აქვე ვთქვათ, რომ დანიის გუნდმა „სელტიკს” სტუმრად 3:1 მოუგო, რასაც არავინ ელოდა. ორი თამაშის ჯამში კონტინენტელებმა კუნძულელებს 4:2 აჯობეს და ევროლიგის მერვედფინალში გავიდნენ.
ანგარიში ჩილელმა მაიკლ სანტოსმა გახსნა, მაგრამ თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე, მასპინძელმა ოდსონ ედუარდმა გაქვითა. და აი, ორ წუთში, სწორედ ამას მოჰყვა პეპ ბიელის ის შედეგიანი დარტყმა, რომელმაც რია-რია გამოიწვია. გოლის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია — „კოპენჰაგენი” ისევ წინ გავიდა, მაგრამ სიხარულისგან ტვინარეულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს თავიანთი ემოცია სადღაც კარსუკან მსხდომი გულშემატკივრისთვის გაეზიარებინათ და ვერ გათვალეს, რომ გზად პოლიციელებს დაეტაკებოდნენ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ის რაც ნაწილობრივ ვიდეოზე გამოჩნდა, გაუგებარია ბიელმა გამოიწვია თუ სანტოსმა. ფაქტია, რომ ჩილელი და ესპანელი წესრიგის დამცველებს შეეჯახენ. ამ უკანასკნელთ, როგორც ჩანს გახარებული სამხრეთელების დაშოშმინება მოუნდათ, ამიტომ პატარა გაქაჩვაც იყო. რაღაც მომენტში კადრში ჩანს სანჩესი რომელიღაც პოლიციელს თითს რომ უქნევს.
თუმცა, ეპიზოდის დაწვრილებით აღწერას დიდი აზრი არ აქვს. აზრი იმას აქვს, რომ 88-ე წუთზე დამე ნდოიემ მასპინძელთა კარში კიდევ ერთი გოლი შეაგდო და „სელტიკს” საქმე მოუმთავრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
