Breaking News

Month: January 2026

ჩვენი რჩეული – ხვიჩა!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა. აი, ჩვენი რჩეულებიც: საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ძიუდო) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)…

Read more

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად…

Read more

კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი

მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ ტიპის არ არის და იქ იტალიელი ყოველ წელიწადს ხელმოცარული რჩება. სტატისტიკა გვეუბნება, რომ კონტემ, როგორც მწვრთნელმა,…

Read more

ნოლემ ტრადიცია ჩაშალა

ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა. ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა. არადა, ზვერევი ახლოს…

Read more

სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია

ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება. ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, თუმცა ინტენსიურად ფიქრობენ ფეხბურთელების გაყიდვაზეც. ასე მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ როდრიგო და არდა გიულერი შეიძლება…

Read more

კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ

თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ თებერვლის შუაში, მაქსიმუმ თვის ბოლო დაუბრუნდებოდა მოედანს, ბოლოს კი „პარიზიენმა’’ კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: კვარაცხელიას…

Read more

პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა

„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი. პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში,…

Read more

ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ტერფი ელანგას ფეხებს შორის მოყვა. სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინიჩიჩმა „ნიუკასლის’’ აგრესიულ…

Read more

ევროპა ფრანგებთან დამთავრდა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა. თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა. ფრანგები ფავორიტები იყვნენ და შესაბამისად უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ჩვენს კარში ალი ასლანი იდგა, რომელიც გოლს…

Read more

ოთხეულები შეივსო

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო. მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი  ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4. ნახევარფინალისტები…

Read more

ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს

„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს. ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. კლუბი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ნეაპოლში ყოფნის დროს უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ…

Read more

კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ

მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე. ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ…

Read more

ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა. „ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, მაგრამ რეალურად, ტოპ კლუბში ამდენ ხანს დარჩენა ძალიან ძნელია. თუ ჩემს წინა…

Read more

ნახევარი ნახევარფინალისტები

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია. კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. შემდეგ კი, ესპანელი შეუდარებელი იყო და მარტივად მოიგო. მოიგო მესამე…

Read more

ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ – ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად ივერდონსა და ამსტერდამში გაიმართება, ხოლო 21-ში „ავჭალაზე“? ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ. გამოძახებულთა შორის უამრავი ახალი სახეა….

Read more

ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის ასეთი განცხადება არ მოსწონთ და უპირისპირდებიან. ამას ემატება აშშ-ს ბოლოდროინდელი შეჭრა ვენესუელასა და ნიგერიაში, რაც რიგმა…

Read more

პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა

ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა. „პარიზიენი’’ წერს, რომ დრო ფერნანდესის შეძენა სურდათ „ჩელსის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „დორტმუნდსაც’’. მამით გალისიელმა და დედით…

Read more

ვინ არის ალი ?

35 დარტყმა და 33 მოგერიება… საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა ნაკრებმა ეს მატჩი 2:2 ითამაშა, ასლანის წვლილი უდიდესია. სრულიად ლოგიკურად, უეფამ ის მატჩის საუკეთესოდ დაასახელა. ალი ფერეიდანიდანაა, მეუღლეც…

Read more

უსენსაციო ავსტრალია

ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა. მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი – იანიკ სინერი….

Read more

ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…

გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი…

Read more

როი კინი: კერიკი იგებს, მაგრამ არ ვარგა

„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს. მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ „არსენალიც’’ მიაყოლა. მასპინძლები ალესანდრო მარტინესის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კრიტიკოსებს…

Read more

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ…

Read more

ალი და ქულა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხორვატიას 2:2 ეთამაშა. მატჩი ხორვატების სრული დომინაციით მიმდინაორებდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქულა რომ მოიპოვა ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მეკარის დამსახურებაა – ალი ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის პენალტი. პირველი გოლი კი ჩვენი იყო. უფრო სწორად ხორვატებმა საკუთარ კარში შეაგდეს, თუმც ჩვენებმა ტაიმის ბოლომდე ვერ გაძლეს – დაცვა…

Read more

ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა

„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაქვითა, მაგრამ 90+5-ზე მაროკოელმა ამინ ადლიმ მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, გუნდმა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო…

Read more

რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო

„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’ 0:2 წააგეს. მიქაუტაძემ მოედანზე 77 წუთი დაჰყო. მარსელონოს გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ასეთი…

Read more

სუპერ მამუ

გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა. მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ორიდან…

Read more

ლუის ენრიკე: რწმენა არ იყიდება!

„პარი სენ ჟერმენმა’’ პარასკევს „ოსერს’’ სტუმრად 1:0 მოუგო. ეს იყო ძნელი, მაგრამ საჭირო გამარჯვება. პარიზელები მეტწილად აღმაფრენით არ თამაშობდნენ, თუმცა 80-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ მაინც მოახერხა შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა: – ვფიქრობ, ყველაფერი ზედმიწევნით ნათელია. ახლა განსაკუთრებული მომენტი გვიდგას, რადგან სამი დღის წინ პორტუგალიაში ვითამაშეთ. „ოსერთან’’ გამარჯვებით ლიდერ…

Read more

მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით

„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი ზუსტად გამოიტანა, რასაც პსჟ-ს გოლი მოჰყვა’’, ― აღნიშნა maxifoot-მა და… ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ სიტყვებთან შეუსაბამოდ დაბალი…

Read more

რამუშზე ატლეტიკოში ფიქრობენ

 „ატლეტიკოს’’ არგენტინელი ვარსკვლავი ხულიან ალვარესი სავარაუდოდ კლუბიდან წავა. მას აკავშირებენ „ბარსელონასთან’’, „ჩელსისთან’’ და „არსენალთან’’. შესაბამისად „როხიბლანკოს’’ თავდამსხმელის შემცვლელი დასჭირდება. „მარკას’’ ინფორმაციით მადრიდელთა სპორტული დირექტორი  მატეუ ალემანი ზაფხულისთვის ემზადება. მას ალვარესის გარდა გასარკვევი აქვს ანტუან გრიზმანისა და ალექსანდერ სორლოთის ამბავიც. კერძოდ, გრიზმანმა შეიძლება დიდ ევროპულ ფეხბურთს თავი დაანებოს და აშშ-ს MLS-ში გაემგზავროს. რაც შეეხება სორლოთს, მან…

Read more

რამ გააცეცხლა ემერი?

„ასტონ ვილამ’’ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს’’ 1:0 მოუგო. ეს იყო ევროპის ლიგის შეხვედრა, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება განრისხებულმა უნაი ემერიმ მიიპყრო. მან თავის ფეხბურთელს იური ტილემანსს ხელი ჰკრა. ამ შეხვედრაში ემერიმ სამი მოთამაშე შეცვალა. მათ შორის ბოლო იყო ტილემანსი. ბელგიელის ნაცვლად მოედანზე 18 წლის ჯორჯ ჰემინგსი შევიდა. ტილემანსმა ესპანელი მწვრთნელი როგორც ჩანს ისე გააბრაზა, რომ მან ფეხბურთელი…

Read more

მბაპე რონალდუს უტევს

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული მაგრამ როდესაც გატანილ გოლებს ითვლიან მას უკვე კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ. 2025 წლის ბოლოს მბაპე რისკავდა….

Read more

საქართველო ევროპაში მეათეა

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის მატჩში ათანასიოს კეჩაგიასის გუნდი საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა. პირველი პერიოდი ფრანგებმა ანგარიში 4:2 მოიგეს. მეორე პერიოდში საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი ფრანგებმა უკეთ ჩაატარეს და პირველი ტაიმის შემდეგ 10:6 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში თამაშის მოტრიალება არ მოხერხდა და ფრანგები ისევ ოთხი ბურთით ლიდერობდნენ. ჩვენებმა…

Read more

ერთი მოხსნა ორმაგამდე

სანდრო მამუკელაშვილი და „ტორონტო“ საკრამენტოში სათამაშოდ ჩავიდნენ და მეტოქე 122:109 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32.20 წუთი გაატარა. მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი. სანდრომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, რვიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგა ჰქონდა, მისი…

Read more

რიგა, ლატვია, 0:4…

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა. ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ და ტაიმიც ასე მორჩა. გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყიშიც შეგვეძლო, ვერ გავიტანეთ და სამწუთიან მომანკვეთში ტარანოვსკისგან…

Read more

მოუგებელი ევროპა

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს….

Read more

სობოსლაის უჩვეულო გოლი

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,…

Read more

რა მდგომარეობა აქვს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ?

„პარი სენ ჟერმენი’’ წნეხის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სამშაბათს ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო ― ეს იყო მიმდინარე სეზონში პარიზელთა მეორე მარცხი ევროპულ ასპარეზზე. ოთხშაბათს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ცხრილი გამოიკვეთა: თუკი ლუის ენრიკეს გუნდი ლისაბონში თამაშამდე მესამე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეზეა. მას გარანტირებული აქვს ადგილი იმ 24 გუნდს შორის,…

Read more

ერთი მეორეშიც მოვიგეთ

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა. პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ მაინც…

Read more

მამუს ორმაგი დუბლი

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა. ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი…

Read more

პლეი-ოფი დაიგეგმა

EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი…

Read more

ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა

ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში დარტყმის ნაცვლად პასის ჩაწოდება ამჯობინა. ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი თამაშის დაწყებამდევე დამთავრებული იყო. მასპინძლების…

Read more

რა იყო ეს? მწვრთნელს დაუმტკიცა რომ ის შეცდა?

სამ შეხვედრაში ორი წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ფორიაქობს ― თამაშის ხარისხი თითქოს არ დაეწუნება, მაგრამ რაღაც აკლია. „პარიზიენი’’ მიიჩნევს, რომ ეს სიმწვავეა, რაც ამ გუნდის სისხლში ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. გაზეთი იხსენებს ერთი კვირის წინანდელ მარცხს საფრანგეთის თასზე „პარიზთან’’ და ამბობს, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ის, რასაც შეტევაში…

Read more

ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!

„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’. კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ…

Read more

ხვიჩა შევიდა და გაიტანა [VIDEO]

განახლდა ჩემპიონთა ლიგა და ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე მატჩში შესანიშნავი გოლი გაიატა – პსჟ ლისაბონში სპორტინგს ესტუმრა. კვარაცხელია მოედანზე შეცვლაზე შევიდა, რამდენიმე წუთში შესანიშნავი გოი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. იხილეთ ვიდეო  

Read more

სილაგაძე იბერიიდან პოდბრეზოვაში

თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – ქართველმა ფეხბურთელმა „პოდბრეზოვასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის სილაგაძეს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია,  ძირითადად კი გარემარბად თამაშობს. პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მალე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, შემდეგ კი „რუსთავში“ მოსინჯა ძალები, უცხოეთში კი ლატვიური „ვალმიერეას“, „ლიეპაიასა“ და რფს-ის…

Read more

არაო, მაგრამო…

იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული,…

Read more

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ

აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც მაროკოელები წარმოჩნდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სენეგალმა მოიგო, აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონებს არ აკრიტიკებენ. მეორე მხრივ,…

Read more

ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს

„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის…

Read more

საქართველო ჯგუფში დარჩა

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო და ჯგუფში დარჩა. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად ერთ-ერთ თანამასპინძელ შვედეთან დამარცხდა – 29:38.  კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მოგების ილუზია არც გვქონდა. ბრძოლა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაგრძელდა. შემდეგ მასპინძლებმა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მარტივად მოიგეს. ერთადერთი სანუგეშო ის გვაქვს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე 11 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე…

Read more

პრინციპული მარცხი

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრა და 10:15 დამარცხდა. მოგების შემთხვევაში ათანასიოს კაჩეგიასის გუნდი მაღალ ადგილებს დაუმიზნებდა, მაგრამ… სამი მეოთხედი ბრძოლა: პირველი და მეორე ფრედ დამთავრდა, ხოლო მესამე მეოთხედი რუმინელებმა ერთი ბურთით მოიგეს. თუ იქამდე ჩვენები დაცვაში ყოჩაღობდნენ, ბოლო მეოთხედში შვიდი ბურთი გაუშვეს, რაც ძალიან ბევრია. საპასუხოდ მხოლოდ სამი გაიტანეს და… ახლა…

Read more