დიახ, ტოპ 14-ში ისეთი კონკურენციაა, რომ „ბორდო“, რომელმაც სულ ახლახან ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, შიდა სარბიელზე ჩაფლავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში ვერ მოხვდა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „კლერმონს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე ლამობდა ზედა ექვსეულში მოხვედრას. ჰოდა, „ვულკანებმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 34:31, მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუთმეს და ამ შედეგმა ორივე...
ჭდე: გიორგი ახალაძე
პირველი და მეასე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს...
ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…
გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი...
ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი...
ვულკანური ახალაძე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც...
შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა...
ილიას პირველი, გურამის მეორე და სერგოს მეოთხე
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა. ტოპ 14 პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე...
33 წელი, 101 მატჩი და 10 ლელო!
ვიდრე ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალის გზის გაკაფვით იყვნენ დაკავებულნი, ნაკრებს მიღმა მყოფმა ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი ტური გამართეს. კერძოდ, ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ში თავისი 101-ე მატჩი მე-10 ლელოთი აღნიშნა, ნიკა სუთიძემ იგივე დონეზე თავისი პირველი ლელო მიითვალა, ხოლო ლუკა უნგიაძემ პრო დ2-ში დებიუტი იზეიმა. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი კვლავ შეიცვალა. მოქმედმა...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა...









