ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება და ჯერ ბევრი რამ კიდევ გასარკვევია ლიდერებშიც და აუტსაიდერებშიც. „იბერიას“ შეეძლო ამავე ტურში გახდარიყო ჩემპიონი, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, 73-ე წუთამდე უგებდა კერკეტ „კოლხეთს“ გიორგი კოხრეიძის გოლით. გიორგი ახალაძემ გაათანაბრა, თუმცა იბერიელებს კიდევ მიეცათ შანსი, იური ტაბატაძის წაქცევისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, მაგრამ კოხრეიძემ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა....
ჭდე: გიორგი ახალაძე
იბერია თავში დაბრუნდა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე. ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა შეაგდო, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. წინა ტურში „დილა“...
ვასკას, ლუკას და თედოს ტური
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა. ტოპ 14 მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად...
ოთხი ქართული ლელოს ამბავი
გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო… ტოპ 14 საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე თავის ახალ კლუბ „კლერმონში“ მესამე მატჩს ატარებდა – „ვულკანები“ ბასკურ...
ხმელი ფოთოლი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში. ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და...
6 ქართული ლელო საფრანგეთში
გასული უქმეები მეტად ნაყოფიერი გამოდგა საფრანგეთის ელიტურ ლიგებში მოასპარეზე ბორჯღალოსნებისთვის. ტოპ 14-ის მე-16 და პრო დ2-ის 21-ე ტურებში ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა და ზედაც ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო დარტყმაც გავიდა. ტოპ 14 „მონპელიემ“ „ბაიონს“ უმასპინძლა, 28:23 დაამარცხა, თუმცა ბოლოსწინა ადგილს ვერ აცდა. მასპინძელთა შორის ლუკა ჯაფარიძემ ნაკრებში გამოძახება კარგი თამაშით აღნიშნა, თანაც ტოპ 14-ში მე-40...
ჭელიძის ლელო, ვასკას – 100
გასულ უქმეებზე ევროპული საკლუბო რაგბის ტოპ-ლიგებში 31-მა ქართველმა ითამაშა, თუმცა მათი ჯამური ინდივიდუალური მონაგარი ოდენ ლუკა ჭელიძის ლელოს მოიცავს. გარდა ამისა, ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ თავისი ფრანგული „ბრივის“ კვართი მეასედ მოირგო, რაც მისი ასაკის (ვასკა სვეტიცხოვლობა-დღეს 26 წლის გახდა) კვალობაზე მეტად სოლიდური მიღწევაა. თუმცა, ლობჟანიძის საიუბილეო შეხვედრაში მისი გუნდი შინ ლიდერ „ტულუზთან“ სასტიკად დამარცხდა...
მხოლოდ 12 ქართველი…
საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ...







